საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა – რა ხდება ციფრებს მიღმა

საქართველოში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ არსებული სტატისტიკა დადებითად გამოიყურება და შედეგი სულ უფრო უკეთესია, თუმცა უმუშევრობის დონე მაინც მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ეკონომისტები ამბობენ, რომ უმუშევრობის კლება მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მიგრაციას უკავშირდება, ეს უკანასკნელი კი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ უმუშევრობა სულ უფრო მცირდება. მაგალითად, 2021 […]

ჰერჩინსკი: ათწლეულების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით

· 49 · · დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება. დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. […]

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი გახდა

33 წლის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მთავარი ორგანიზაციის, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ქამრის მფლობელი გახდა, სუპერმსუბუქი წონით კატეგორიაში. დვალიშვილმა ლას ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა. ქართველმა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა. მან თითქმის ყველა რაუნდი მეტოქესთან უპირატესობით ჩაატარა. მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-11 ბრძოლაში გაიმარჯვა. 2024 წლის თებერვალში […]

რუსეთში შობადობის მაჩვენებელმა მკვეთრად იკლო

კრემლი რუსეთში შობადობის მკვეთრი კლების გამო შეშფოთებულია. მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში სულ 100 000 ადამიანი დაიბადა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რუსეთის სამთავრობო სტატისტიკური სააგენტოს (Rosstat-ის) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში 16 000-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა. პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი […]

“დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. შონი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე…”- მერაბ დვალიშვილის კომენტარი საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ

“დავამტკიცე, რომ საუკეთესო ვარ. შონი შესანიშნავია, მაგრამ დღეს ჩვეულებრივ ბიჭად ვაქციე…”- მერაბ დვალიშვილის კომენტარი საჩემპიონო ბრძოლის მოგების შემდეგ ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ემოციური კომენტარი გააკეთა. “ამ ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი. შონი კარგია, მაგრამ დღეს […]

კირილ ბუდანოვი – რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს – 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება. „2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი – მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ […]

გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული კოლეჯი დაათვალიერა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაათვალიერა. განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრი კოლეჯის განახლებულ ინფრასტრუქტურას, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარ დეპუტატ, ზაალ დუგლაძესთან და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ, მარიამ ლაშხთან ერთად, გაეცნო. „აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და […]

სომხური ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომხური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან უმნიშვნელოვანესია, რადგან ტყვეობიდან ჯვრის დაბრუნებისადმია მიძღვნილი. ჯვართამაღლება სომხური ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგანია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს ჯვართამაღლებას.

ფოთის მერი – ჩვენი მიზანია ფოთელი ახალგაზრდების ჩართვა ქალაქის ყველა მნიშვნელოვან პროცესში

ქალაქ ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხახუბიასთან ერთად 100%-იანი გრანტის მქონე ფოთელ კურსდამთავრებულებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფოთი მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა სხვადასხვა პროექტები განიხილეს, რომლებიც მიმდინარეობს და დაგეგმილია ფოთში ახალგაზრდების ინტერესების ხელშესაწყობად. „ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ მუნიციპალურ პროგრამებზე, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით მათ მხარდასაჭერად ვახორციელებთ. მათ […]

დავით კოდუა – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას ხვდება. პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, დავით კოდუა ახალაბასთუმანში იმყოფებოდა. მათივე ცნობით, აღნიშნულ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოგვარდა. „დღის ბოლოს სოფელ ახალაბასთუმანის სამ უბანში შეხვედრები გავმართეთ. ამ სოფელში მთავარ პრობლემას ცენტრალური გზა წარმოადგენდა, რაც […]