ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომისტთა VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეკონომისტის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილი VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: “მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები”. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა […]

დანიასა და შვედეთში კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

ბოლო დროა, შვედეთის ქალაქ მალმესა და დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იზრდება კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაკავშირებული ძალადობის შემთხვევები, რომლებიც კიდევ უფრო ინტენსიური მიმდინარე ზაფხულს გახდა. როდესაც მალმეს ქუჩებში დადიხარ, ყველაფერი იდეალურად გეჩვენება, თუმცა სინამდვილეში ამ ქალაქში რომანტიკის მიღმა სულ სხვა რეალობა იმალება. ერესუნის სრუტის მეორე მხარეს მდებარე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენშიც იგივე მდგომარეობაა. დანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ ამ ზაფხულს […]

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია

ქამრისთვის ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლა ლას-ვეგასში, „სფეროს“ არენაზე, UFC 306-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონატო ქამრისთვის ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და მეორე ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. 33 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთერთმეტე ბრძოლა მოიგო. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს – ჰერჩინსკი არჩევნებზე

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ელჩი საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ თითოეული მოქალაქის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს. „ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება […]

რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს – კირილ ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს – 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება. „2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი – მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ […]

ბიძინა ივანიშვილი – მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ

ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ, – ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. ივანიშვილის წერს, რომ მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. „მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად. სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა. […]

“ვაიმე, ღმერთო, ვაიმეე”- ლაშა ბექაურის ემოციები მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა. ძიუდოში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მერაბის ორთაბრძოლას თვალს ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ადევნებდა. გთავაზობთ, ლაშას ემოციებს მერაბის გამარჯვების შემდეგ. შეგახსენებთ, დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.

უკრაინელებმა ოთხ ოლქში ერთი რაკეტა და 10 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, 15 სექტემბრის ღამეს საზენიტო ბრძოლის შედეგად, “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტა და 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან “ხ-59“ ტიპის ერთი მართვადი რაკეტით შეუტიეს, ასევე, „შაჰედის“ ტიპის 14 […]

თბილისი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს

დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც უკვე მეოთხედ უერთდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, წლევანდელი კვირეულის თემაა – „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა. ინფორმაციის თანახმად, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული […]