სამინისტრო – კახეთში 111 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული

15 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 47 ათას ტონამდე რქაწითელი, 53 ათას ტონამდე საფერავია. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. „ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის […]

ივანე ჩხაიძე – მიხეილ სააკაშვილს აქვს ტრენაჟორი, ვარჯიშობს და ამ დროს სატურაცია ყოველთვის იცვლება – პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება

პაციენტი დღეში რამდენჯერმე კონტროლდება და რაიმე რომ ყოფილიყო, ამაზე პირველ რიგში, ჩვენ ვისაუბრებდით და არა ვიღაც ქუჩაში დამდგარი ე.წ ექიმი, – ამის შესახებ “ვივამედის” დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ექიმ მანანა ჯებაშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილის სატურაცია მიუახლოვდა ქვედა დონეს, რაც მისი სიცოცხლისთვის საშიშია. მისი თქმით, სატურაციასთან დაკავშირებული ცვლილებები ვარჯიშთანაა დაკავშირებული. როგორც ჩხაიძემ განმარტა, […]

რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორაზე 29 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის შვიდ რეგიონში 29 უკრაინული დრონი გაანადგურეს უწყების განმარტებით, 15 დრონი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 5 – კურსკის ოლქის თავზე, 4 – სმოლენსკის ოლქის თავზე, ორი – ორიოლის ოლქში და თითო-თითო – ბელგოროდის, კალუგის და როსტოვის ოლქების ტერიტორიებზე. ამასთან, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე ბოგომაზის თქმით, ნამსხვრევების […]

მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად

მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ. მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების […]

“იკარდისგან ბევრი რამის სწავლას ვაპირებ, მე და ბაჩუაი ერთმანეთს გავაუმჯობესებთ” – ოსიმენის კომენტარი “გალათასარაიში” დებიუტის შემდეგ

თურქეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში “გალათასარაიმ” “რიზესპორი” 5:0 გაანადგურა. აღნიშნულ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენის დებიუტი შედგა. ნიგერიელმა სადებიუტო მატჩში საგოლე პასი შეასრულა. შეხვედრის შემდეგ ვიქტორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ყველამ იცის, რომ “გალათასარაი” დიდი კლუბია. კონკურენცია ჩემსა და იკარდის შორის? ასე ვერ ვიტყოდი. მაურო სპორტის ამ სახეობის ლეგენდად ითვლება, მისგან ბევრი რამის სწავლას […]

FC 25: ქართველი ფეხბურთელების რეიტინგები ცნობილია

EA Sports-მა FC25-ში ფეხბურთელთა რეტინგები გამოაქვეყნა. ახალ სიმულატორში ცნობილია ყველა ქართველი ფეხბურთელის რეიტინგი, რომელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიას აქვთ, კერძოდ 85. იხილეთ ფეხბურთელების რეიტინგები: 1. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 85; 2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 85; 3. გიორგი მიქაუტაძე (ლიონი) – 77; 4. ვაკო ყაზაიშვილი (შანდონგ ტაიშანი) – 75; 5. ოთარ […]

გერმანია კიევს უფლებას არ აძლევს, მისი იარაღი რუსეთში დარტყმებისთვის გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას არ დართავს ნებას, გერმანიის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს. შოლცი განმარტავს, რომ გერმანული იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაშიც არ იქნება შესაძლებელი, თუ სხვა ქვეყნები ასეთ ნებართვას გასცემენ. “ასეც დარჩება…იმ შემთხვევაშიც თუ სხვა ქვეყნები სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამას არ გავაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პრობლემაა”, […]

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს – მსოფლიოს 2 ჩემპიონი ქართველია

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი […]

„ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი… ტკივილამდე გვენატრები ნიკო“ – იზა ომაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო, – ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „ყველაზე საშინელი დღე თენდება 15 სექტემბერი!!! ვერაგულად დაგვიხვრიტეს შენი სხეული შვილო, რატომ კარგი გაგიზრდიათო !!!! მესამე წელი მიილია, მესამე ჯოჯოხეთური წელი, ტკივილამდე გვენატრები ნიკო ეს ვერაგული, ტერორისტული აქტი ჩვენდა გასაკვირად, […]

როდიდან და ვის დაუფინანსებს სახელმწიფო კომუნალურ გადასახადებს – დეტალები ტარიფების შესახებ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების თემა განსაკუთრებით აქტუალურია. დღეს გაგიზიარებთ ბოლო ინფორმაციას, ამ ეტაპისთვის, რა ტარიფით მოგეწოდებათ ელექტროენერგია: “თელასის” სამომხმარებლო აბონენტებისათვის ტარიფი ასეა განსაზღვრული: თვეში 0-101 კვტ.სთ-ის ჩათვლით – 04 თეთრი თვეში 101-301 კილოვატი – 19.05 თეთრი თვეში 301 კილოვატზე ზემოთ – 23.54 თეთრი “ენერგო პროს” სამომხმარებლო აბონენტებისთვის, ტარიფი კი ასე გამოიყურება: თვეში 0-101 […]