“ნაციონალური მოძრაობა” ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, შესაბამისად ყველა ხერხს მიმართავენ, რათა საქართველოს გაერთიანებას ხელი შეუშალონ

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე ოპოზიციის ინტერპრეტაციებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ბიძინა ივანიშვილისკენ თითის გაშვერის ნაცვლად გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და ახსნან, რატომ დაუჭირეს მხარის ტალიავინის დასკვნას სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო”. ექსპერტის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ხედავს რომ შერიგების კონკრეტული გეგმა არსებობს, რომლის განხორციელებაც, პოლიტიკური ორბიტიდან მათ გაქრობას გამოიწვევს, შესაბამისად […]
ცნობილია თანხა, რომელსაც მერაბ დვალიშვილი მიიღებს

ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო’მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა. The Sportster-ის ცნობით, მერაბ დვალიშვილი ო’მალის დამარცხებით ბონუსების ჩათვლით 500 000 დოლარს მიიღებს. დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო. შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
Apple-მა ირლანდიას 13 მილიარდი ევროს საგადასახადო დავალიანება უნდა გადაუხადოს

Apple-მ წააგო სასამართლო დავა, რომელიც აღნიშნული კომპანიის მიერ ირლანდიისთვის არგადახდილ 13 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადების საკითხზე ევროკომისიის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდებოდა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (Court of Justice) გააუქმა საერთო იურისდიქციის სასამართლოს (General Court) გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას ვეტო ჰქონდა დადებული. ევროკომისიის თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, Apple-ს უნდა გადაეხადა 13,1 მილიარდი ევრო გადაუხდელი გადასახადები […]
ენერგოსექტორი მცირე ჰესების აშენების ხარჯზე ერთ ადგილს ტკეპნის – მოსაზრება

საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის ჰესები შენდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო და დიდი ჰესების პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მეტად საჭიროა, გაჩერებულია და მათი ბედი გაურკვეველია. საქართველოში 2013 წლიდან დღემდე 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მიმდინარე წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში კი 16 ჰიდროელექტროსადგურის შემატებაა გეგმაში და როგორც ეკონომიკის სამინისტროს […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: სახელმწიფოს ღალატი

“Операции по принуждению к миру” – ასე უწოდა რუსეთმა ომს, რომელიც უკვე მერამდენედ საქართველოს წინააღმდეგ აწარმოვა. ამ ომის ცხელი ფაზის შეჩერების შემდეგ, რუსული მშვიდობის პირობებზე თბილისის იძულების ოპერაცია გაგრძელდა. “რუსული მშვიდობის” პრინციპების მორიგი მნიშვნელოვანი გზავნილი ადგილისა და გარემოების გათვალისწინებით ყველაზე ცინიკური ფორმით, ქვეყნის მიმტაცებელმა, გორში წარმოთქვა. მმართველი პარტიის მთავარი დაპირება რუსული მშვიდობის ფორმულის ფუნდამენტური მდგენელია: […]
Apple-მა ირლანდიას 13 მილიარდი ევროს ოდენობის არგადახდილი გადასახადები უნდა გადაუხადოს

Apple-მ წააგო სასამართლო დავა, რომელიც აღნიშნული კომპანიის მიერ ირლანდიისთვის არგადახდილ 13 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადების საკითხზე ევროკომისიის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდებოდა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (Court of Justice) გააუქმა საერთო იურისდიქციის სასამართლოს (General Court) გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებას ვეტო ჰქონდა დადებული. ევროკომისიის თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, Apple-ს უნდა გადაეხადა 13,1 მილიარდი ევრო გადაუხდელი გადასახადები […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰუსიტებს“ უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს

„ჰუსიტებს“ ამ დრომდე უნდა სცოდნოდათ, რომ ჩვენთვის ზიანის მიყენების მცდელობებისთვის მძიმედ ვაზღვევინებთ, მათ, ვისაც შეხსენება სჭირდებათ, შეუძლიათ, ეწვიონ „ჰოდეიდას“ პორტს, – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ბალისტიკური რაკეტის გაშვებას. „ვინც თავს დაგვესხმება, ვერ გაგვექცევა, „ჰამასი“ ამას უკვე სწავლობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ღაზას ტერორისტული დაჯგიფება განადგურდება და […]
წუხელ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 14 მოიერიშე დრონი და რამდენიმე რაკეტა

უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 სექტემბერს განაცხადეს, რომ შაბათს ღამით რუსეთის სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ით და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა „ხ-59“-ით. ასევე გამოყენებულ იქნა 14 მოიერიშე დრონი. უკრაინის სარდლობის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს ერთი რაკეტა „ხ-59“-ისა და 10 მოიერიშე დრონის ჩამოგდება. მის ანგარიშში ნათქვამია, რომ „ისკანდერ-მ“ რაკეტები ოდესის ოლქის მიმართულებით […]
რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ო’მალის დამარცხებით

მერაბ დვალიშვილმა დღეს, 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის […]
სომხეთმა ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარების თხოვნით მიმართა

სომხეთმა ინდოეთს „სუ-30სმ“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ფლოტის განახლებაში დახმარების თხოვნით მიმართა. ინდური მედიის თანახმად, განახლება, რომელიც სომხეთს აინტერესებს, მოიცავს ავიონიკას, რადიოელექტრონულ საომარ კომპონენტებს და იარაღს. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი „სუ-30“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების განახლებას Hindustan Aeronautics Limited-ის (HAL) დახმარებით, რადგან მას აქვს დიდი გამოცდილება ამ სფეროში”, – ციტირებს ინდური მედია სომხეთის შეიარაღებული ძალების საავიაციო დეპარტამენტის უფროსს, ჰოვანეს […]