[ქვეყანაში] საკმაოდ რთული მდგომარეობაა – NOVA-ს გენერალური დირექტორი

“ნოვას“ გენერალური დირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. „არ ვიცი რა საკითხებთან დაკავშირებით არის შეხვედრა… [ქვეყანაში] საკმაოდ რთული მდგომარეობაა“, – განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა და დასძინა, რომ დამატებით კომენტარებს, როცა გამოვა მაშინ ისაუბრებს.

ვის ეკუთვნის ცემენტის ბაზრის მონაწილე ორი კომპანია, რომელიც კონკურენციის სააგენტომ დააჯარიმა?

კონკურენციის სააგენტომ, ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, თუმცა კომპანიები და შემსყიდველები დააჯარიმა, რადგან კონცენტრაციაზე წინასწარ არ ჰქონდათ სააგენტოსთვის მიმართული – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. კერძოდ, საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილისა და გია ვარსიმაშვილის მიერ შპს „მაქს იმპორტის“ 50-50%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციებს, რაც კონკურენციის სააგენტოს თანახმად, მათთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული. […]

რომელ ბიზნესმენებს შეხვდა ირაკლი კობახიძე – სია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ბიზნესმენებმა მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლა დაახლოებით 13:00 საათისთვის დაიწყეს, შეხვედრის ამსახველი კადრები კი პრესსამსახურმა გაავრცელა. ბიზნესმენების ნაწილი მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და არ სურს ახალი არჩევნების ჩატარება, ნაწილი კი ამბობს, რომ თუ კრიზისის განსამუხტად ახალი არჩევნებია საჭირო, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მისულ ათეულობით ბიზნესმენს შორის […]

მდინარაძე: არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტი იმედები დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე

ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საქართველო “არც უიმედოდ უნდა იყოს და არც ზედმეტი იმედი უნდა დაამყაროს 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე”, მას შემდეც, რაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი. ის ამბობს, რომ საქართველოს პოზიციონირება აშშ-ის მიმართ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს დონალდ ტრამპი დაპირებებს – შეძლებს თუ არა გავლენა იქონიოს უკრაინაში ომის […]

,,პოლიციელს ვემუდარებოდი, არ დაეკავებინა გულწასული ადამიანი; მაგ დროს მომხვდა ხელკეტი და მეც გამიყენეს იმ ბიჭის გზას” – ბახუტაშვილი მოსამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს: “კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, საკმაოდ გვიან მივედი, უკვე 30 თენდებოდა, აქციაზე და არც ერთი მოწოდება არ გამიგია. ერთადერთი გასაუბრება მქონდა პოლიციელთან, რომელიც მიათრევდა […]

მამუკა მდინარაძე – არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000, რეალობა ისაა, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება – ფოტოგრაფი რომ ჰყავთ, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა“, ვერ გაიბერება

არ აქვს მნიშვნელობა 3000 ადამიანი დგას აქციაზე თუ 7000, რეალობა ის არის, რომ ამას დიდი ორგანიზება და ფული სჭირდება – რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მგონი „ქართული ოცნება“ არ არის ისე, როგორც ერთი უწყინარი მოწყობილობა – დრონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მათ სამხილებელი ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც […]

მამუკა მდინარაძე – აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ, მაგრამ აქ როგორც მინიმუმ ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ – ხვდებიან, რომ ეროვნული საკითხები უნდა განვამტკიცოთ

აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს, მაგრამ აქ როგორც მინიმუმ ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ – ისინიც კი ხვდებიან, რომ ეროვნული საკითხები უნდა განვამტკიცოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით „სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ და ეროვნული თუ ტრადიციული […]

მამუკა მდინარაძე – ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე – თუ ტრამპი შეძლებს ამოძირკვოს არაფორმალური გავლენები, ჩვენზე წნეხი იხსნება, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ტურბულენტობა გაგრძელდება

ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ: ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ, ხომ? სუბიექტურად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს. ჩვენ გვაწყობს ერთი – ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე – “დიფ სტეიტის” დამარცხება, – […]

რა აკავშირებს კადიროვთან MMA-ის მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს, რომელსაც კალაძე და პეტრიაშვილი შეხვდნენ

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ასევე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი თბილისში შეხვდნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლ ხამზატ ჩიმაევს. 30 წლის ხამზატ ჩიმაევი ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთანაა დაახლოებული და მას „უფროს ძმას“ უწოდებს. ჩიმაევი ნათელი მაგალითია პრაქტიკისა, რასაც „სპორტსვოშინგს“ უწოდებენ, – პოლიტიკოსების, მათ შორის ავტორიტარი კადიროვის, მიერ პოპულარული […]

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი – 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო სივრცეში გავაკეთეთ, გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2 200-ზე მეტი ბიზნესს წარმომადგენელი კრიზიდან გამოსვლის გზას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაში და ხელახალ არჩევნებში ხედავს. როგორც მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სხვა ბიზნესმენებთან ერთად მან თავისი პოზიცია პეტიციაში უკვე დააფიქსირა. „ჩვენ ალბათ, აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ 2 200-ზე მეტმა ბიზნესს წარმომადგენელმა, ჩვენი განცხადება საჯარო […]