NGO-ები აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სსკ-ის საქმეების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული. ამასთან, მათი თქმით, დაკავებული არ არის არც ერთი სამართალდამცველი, რომლებმაც აქციის ასობით მონაწილისა და ჟურნალისტების მიმართ განახორციელეს ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა და წამება. დაპატიმრებული პირები: საჯარო წყაროებით გავრცელებულ და ჩვენ ხელთ […]
,,ამ ბიზნეს“ელიტის“ ხელში კიდევ კარგად უდგას პირში სული ამ ქვეყანას…“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძესთან ბიზნესმენების შეხვედრას ეხმაურება: ,,ამ ბიზნეს“ელიტის“ ხელში კიდევ კარგად უდგას პირში სული ამ ქვეყანას… ამ ბოროტ მახინჯ ჩიჩილაკთან მისვლა ტეხავს ძალიან, გინდა სამთავრობო ბიზნესი იყავი და გინდა არასამთავრობო”
ნინო ლომჯარია – სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებულია აქციის 30-ზე მეტი მონაწილე – დაკავებულებს შორის 10-მდე სტუდენტია, ასევე, ექიმი, ჟურნალისტი, მსახიობები, აკადემიური სფეროსა და პარტიების წარმომადგენლები

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასული კვირების განმავლობაში სისხლის სამართლის წესით აქციის 30-ზე მეტი მონაწილეა დაპატიმრებულია, რომელთა ასაკი 19 წლიდან იწყება. მისივე თქმით, აქციის მონაწილე ყველა პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. „არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ვაკვირდებით იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელებას, რომლებზეც საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ […]
თბილისში 25 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი

თბილისში მკვლელობა მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია 25 წლამდე ბიჭი. ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი. შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – არ ვეთანხმებით, რომ დანაშაული ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით – აღნიშნულზე სიღრმისეულ პოზიციას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დავაფიქსირებთ

ადვოკატ სალომე არდოტელის განცხადებით, დაცვის მხარე არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძის მკვლელობა განსაკუთრებით სისასტიკით ჩაიდინა. თუმცა, რატომ არ ეთანხმება დაცვა აღნიშნულ ბრალდებას, ადვოკატის თქმით, პოზიციას ამის შესახებ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დააფიქსირებენ. აღნიშნულის თაობაზე სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა, სადაც კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა. „ბექა ჯაიანი თავს […]
პროკურორი – არსებობს თავად ბექა ჯაიანის ჩანაწერი, სადაც ის ოჯახის წევრს ესაუბრება, თუ როგორ ახორციელებს სისტემატურად ძალადობრივ ქმედებებს კესარია აბრამიძის მიმართ

არსებობს თავად ბექა ჯაიანის ჩანაწერი, სადაც ის ოჯახის წევრს ესაუბრება, თუ როგორ ახორციელებს სისტემატურად ძალადობრივ ქმედებებს კესარია აბრამიძის მიმართ, – ამის შესახებ პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა. როგორც გრიგოლ ნიშნიანიძემ აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ბექა ჯაიანს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ედება ბრალი, ასევე, მას ბრალი ედება გენდერული იდენტობისა და შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატური ცემის ნაწილში, რითაც […]
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, პანამის არხზე კონტროლი დაიბრუნოს

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა შესაძლოა, პანამის არხზე კონტროლი დაიბრუნოს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სატრანსპორტო არხზე გასასვლელად აშშ-ის გადამზიდავებს „სასაცილო“ და უსამართლო გადასახადები ეკისრებათ. „ჩვენს საზღვაო ძალებს და კომერციულ გემებს ეპყრობოდნენ ძალიან უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები სასაცილოა, უკიდურესად უსამართლო, განსაკუთრებით იმ არაჩვეულებრივი კეთილშობილების ფონზე, რომელიც პანამას უბოძეს. ეს […]
9 თვეში ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 9 000-მდე მოქალაქემ ითხოვა

2024 წლის 9 თვის განმავლობაში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 8 810-მა მოქალაქემ ითხოვა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-ით ნაკლებია. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე პირველადი განაცხადი 15 370-მა მოქალაქემ გააკეთა. ამასთან, წელს სექტემბერში, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს მონაცემებით, განაცხადი საქართველოს 935-მა მოქალაქემ გააკეთა. ყველაზე ხშირად კი […]
უკრაინა: რუსეთი ჩრდილოკორეელ სამხედროებს ყალბ საბუთებს აძლევს

უკრაინის თანახმად, რუსეთი ყალბ დოკუმენტებს აძლევს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე იბრძვიან. მოსკოვის მიზანია, დაფაროს, რომ ჩრდილოკორეელები ფრონტზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების ძალებმა. ამის დასადასტურებლად ტელეგრამში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ერთვის რამდენიმე მამაკაცისა და მათი სამხედრო ბილეთების ფოტოები. დოკუმენტებში მითითებულია, რომ მათი მფლობელები რუსეთის რესპუბლიკა ტუვაში ცხოვრობდნენ, ამასთან, ხელმოწერები, როგორც […]
საზ.მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მოითხოვს, შუადღის ეთერი ფილმების ნაცვლად დისკუსიებს დაეთმოს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლების ნაწილი მოითხოვს, შუადღის ეთერი სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დისკუსიებს დაეთმოს. ამ მოთხოვნით პირველი არხის სხვადასხვა გადაცემის წამყვანებმა, რეჟისორებმა თუ პროდიუსერებმა, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მათ აღნიშნეს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავისი დღის ეთერი არა ფილმების ჩვენებას, არამედ დისკუსიებს უნდა დაუთმოს, რისთვისაც მას როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური […]