დანიაში ჭარბწონიან ორსულებს სპეციალური აპლიკაციით დაეხმარებიან

დანიელმა ექიმებმა შექმნეს აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია ჭარბწონიან ორსულთა დასახმარებლად. ორსულ ქალებში ჭარბმა წონამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობის რისკი, მშობიარობის დროს ძლიერი სისხლდენა და ძუძუთი კვების პრობლემები. ჯანმო განსაზღვრავს ჭარბ წონას, როგორც სხეულის მასის ინდექსს (BMI) 25-ზე მეტი. BMI გამოითვლება, როგორც სხეულის წონის თანაფარდობა კილოგრამებში სიმაღლის კვადრატთან მეტრებში (კგ/მ2). დანიის ჯანდაცვის მონაცემთა სააგენტოს შეფასებით, 10 […]
ილია ინჯია – ჩემმა მეგრელებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი, ამიტომ ჩვენი ყველა საუბარი სწორედ იმით იწყება, რომ დღეს მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა – ჩხოროწყუმ, აბაშამ, წალენჯიხამ და მარტვილმა უნდა თქვას თავისი გამბედავი სიტყვა არჩევნებზე

გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო. იმ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში, იმ სოფლებში, რომელიც აერთიანებს ჩემს სადელეგატო არეალს, ინდივიდუალურად დავდივარ თითოეულ ოჯახთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი, ილია ინჯია, სოციალურ ქსელში წერს. როგორც ინჯია აღნიშნავს, ადამიანები კარგად ხედავენ გაკეთებულ საქმესაც და იციან ისიც, თუ რა არის გასაკეთებელი, შესაბამისად, ამომრჩეველთან […]
გორში ბიძინა ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს

„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის და სიის პირველი ნომრის განცხადების გასაპროტესტებლად, გორში მოქალაქეები შეიკრიბნენ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გმირების მემორიალთან აქცია ივანიშვილის იმ განცხადების საპასუხოდ გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერმა 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრისას გააკეთა. „რუსული პროპაგანდა აღარ მუშაობს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი ქვეყნის ისტორია“, – ეს იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი. დემონსტრანტებმა სიმბოლურად, გმირების ხსოვნის […]
რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 33 ადამიანი

რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული იერიშის შედეგად მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და 33 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსოფლიო უკრაინას რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და მართვადი ბომბებისგან დაცვაში უნდა დაეხმაროს. „მსოფლიო რუსული სამხედრო თვითმფრინავებისგან და ათობით მართვადი ბომბისგან დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, რომლებიც ყოველდღიურად კლავენ უკრაინელებს. […]
ზახაროვა: სანდუ, ზელენსკი და სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ტერმინატორები არიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სანდუ, ზელენსკი და იქამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან. “ესენი ადამიანი-ტერმინატორები არიან, ასეთ ადამიანებს დასავლეთში ხშირად იყენებდნენ. მოდით ჩამოვთვალოთ: მოლდოვაში – სანდუ, უკრაინაში – ზელენსკი. საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამინები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში ჩართვის ღილაკს აჭერენ”, – ამბობს ზახაროვა. რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, […]
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს
ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველა დამნაშავეს პასუხს აგებინებს, ხოლო აფხაზ და ოს უდანაშაულო მოქალაქეებთან ერთად საქართველოს დეოკუპაციას მოახერხებს დღეს, როდესაც საქართველოს დეოკუპაციის პერსპექტივები რეალურად გამოიკვეთა და მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში, რათა ყველანაირი საფრთხე დააზღვიოს, საზოგადოებასთან სრული კოორდინაციითა და აქტიური კომუნიკაციით, საქართველოს გამთლიანებისთვის პროდუქტიული ნაბიჯები გადაიდგას, ყველა მხრიდან ამოიქოქა უსამშობლოთა სექტა […]
ხარკოვში საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის იერიშის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

კვირას ნაშუადღევს ხარკოვზე თავდასხმის დროს რუსეთის ჯარებმა ავიაბომბებით დარტყმა განახორციელეს საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობაზე. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ იტყობინება ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვისა და ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სინეჰუბოვმა განმარტა, რომ დარტყმა განხორციელდა ნემიშლიის რაიონზე, სადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 25-მდე ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. აფეთქებები ხარკოვში ადგილობრივი დროით […]
დვალიშვილი – ო’მალის დღევანდელი შეხვედრა UFC 306-ის ყველაზე ძვირადღირებულ ბრძოლად შეფასდა

მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი, შონ ო’მალი ყველა რაუნდში სრული დომინირებით გაანადგურა. დვალიშვილი UFC 306-ზე, გამარჯვებისთვის საბაზისო ანაზღაურების სახით მინიმუმ 300 000 დოლარს მიიღებს. ასევე, მედიის მოლოდინით, რომ ჩემპიონი სახლში დაახლოებით $600,000-დან $700,000-მდე წაიღებს PPV (Pay-Per-View, პირადი სპონსორები და ა.შ.) აქციების ჩათვლით. გაცილებით მეტი, 3 მლნ აშშ დოლარამდე იქნება […]
“შავი ლომი” | რეკორდული სხვაობით “იბერიანსთან”

“შავმა ლომმა” წლევანდელი რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში ესპანური “იბერიანსი” რეკორდული სხვაობით, 54:3 დაამარცხა. ეს იყო ამ გუნდების მეხუთე დაპირისპირება. აქამდე ოთხივე შეხვედრა თბილისში, “ავჭალაზე” გაიმართა და ბოლო თამაში 41:0 დასრულდა, ესპანეთში, კერძოდ ბურგოსში გამართულ პირველ მატჩში კი ახალი რეკორდი დამყარდა. აღსანიშნავია, რომ “სან ამარო სთედიუმის” ტრიბუნებზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრები და მათ მოლოდინი არც […]
მოქალაქის თქმით, გორში კობახიძისთვის „მოღალატის“ დაძახების გამო სცემეს

მოქალაქე ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ გორში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის „მოღალატისა“ და „რუსების მონის“ დაძახების გამო სცემეს. როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, შემთხვევა გუშინ, 14 სექტემბერს საღამოს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა. ლექსო ვალიაურის თქმით, მას „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ადამიანები გაუსწორდნენ ფიზიკურად. როგორც ის ამბობს, მის ცემას ირაკლი კობახიძე ესკორტის მანქანიდან უყურებდა. მთავრობის ადმინისტრაციაში […]