“ბოდიში? არა და არასდროს” – ქუთაისში ივანიშვილის განცხადებას აპროსტებენ

“ბოდიში? არა და არასდროს!” – ამ სახელწოდებით ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აპროტესტებენ. ისინი ოლიგარქის გზავნილებს კაპიტულაციურის უწოდებენ და ამბობენ, რომ ოცნების წევრებმა “თავიანთი ბელადის რუსული ნარატივებისთვის” ბოდიში უნდა მოიხადონ. “ის, რაც ვერ შეძლო რუსეთმა 2008 წელს დღეს ოლიგარქი აკეთებს”, – აცხადებენ ისინი. ქართული ოცნების დამფუძნებელმა, […]
რას მიიჩნევენ კარგ ხელფასად ევროპის დედაქალაქებში?

კარგი ხელფასი მრავალი ფაქტორის, მათ შორის, პროფესიის, განათლების, გამოცდილების, ცხოვრების წესისა და პიროვნული მოლოდინის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. Economic Research Institute-ის კვლევით დირექტორს, კრის ჩეისტინს მიაჩნია, რომ საშუალოს ზემოთ ნებისმიერი ხელფასი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც „კარგი“. საშუალოზე მაღალი ხელფასი საშუალებას გაძლევს, დაფარო ძირითადი ხარჯები და საკმარისად დაგრჩეს პირადი საჭიროებებისთვის, მაგალითად, მოგზაურობისა და გართობისთვის, რომ არაფერი ვთქვათ დანაზოგებზე. […]
ეროვნული ლიგა. XXIV ტური. “დინამო” (თბ) – “დილა” [LIVE]

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თბილისის “დინამო” “დილას” მასპინძლობს.
„ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა მოქალაქეებთან დღევანდელი პოლიტიკური ვითარება განიხილა და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათი პოიციები მოისმინა. ზუკა რურუას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით დღევანდელ „დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში, გონივრული და წინდახედული ქმედებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, მისი თქმით, მშვიდობა განვითარების საწინდარია. „შევხვდი ადამიანებს, რომელთა უმეტესობა ჯანსაღი […]
ბუქარესტის გეოლოგიური მუზეუმი აუტისტების საჭიროებებზე ადაპტირდა

ბუქარესტის გეოლოგიური მუზეუმი პირველია რუმინეთში, რომელმაც შექმნა პირობები, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს (ASD) საშუალებას აძლევს გაეცნონ მის კოლექციებს. ამ დარღვევების მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ უცნობ ან ზედმეტად მასტიმულირებელ გარემოში, რაც გადატვირთავს მათ ნერვულ სისტემას. სპეციალურად ასეთი ბავშვებისთვის ექსპერტებმა შეიმუშავეს რუკა, რომელზედაც მონიშნულია მუზეუმის მშვიდი, არაგამაღიზიანებელი დარბაზები, ასევე სპეციალური ადგილები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ექსკურსიების […]
ზელენსკიმ დასავლეთს იარაღის გადაცემისკენ მოუწოდა, ლემიმ პუტინს “იმპერიალისტი ფაშისტი” უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა მოკავშირეებს, „სწრაფად შეასრულონ“ შეთანხმებები იარაღითა და სხვა სახით დახმარების შესახებ, რათა ხელი შეუწყონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 14 სექტემბრის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით შეერთებულმა შტატებმა, მართლაც ოპერატიულად შეასრულოს უკრაინასთან მიღწეული შეთანხმებები“. „ეს ფრონტზე უნდა იგრძნობოდეს,“ თქვა ზელენსკიმ. „სამხედრო […]
თბილისის რომელი უბნებია ყველაზე სასურველი მოქალაქეებისთვის და რა უნდა იცოდეთ მეორადი ბინის შეძენამდე

თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% კორპუსებში ცხოვრობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 35-65 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში აშენდა. ყველაზე მეტი კორპუსი თბილისში 1971-1980 წლის დეკადაში აშენდა. ბოლო პერიოდში მცირდება მოთხოვნა მეორად ბინებზე და იზრდება თანამედროვე კორპუსებზე. უკანასკნელი მონაცემებით (Colliers Georgia), ძველ პროექტებში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით ტრანზაქციების მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი 7-10%-თ გაიზარდა […]
Toyota Prius-ის ჰიბრიდი გინესის რეკორდების წიგნში, Hyundai და General Motors ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ – კვირის მთავარი ავტოსიახლეები

Toyota Prius-ის ჰიბრიდი გინესის რეკორდების წიგნში, Hyundai და General Motors ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ – კვირის მთავარი ავტოსიახლეები
სასამართლომ „TV პირველი“ 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქემ კობა ჩაგუნავამ კომუნიკაციების კომისიის მიმართვის საფუძველზე „TV პირველი“ 5 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ სამართალდარღვევად მიიჩნია ტელეარხის ეთერიდან „ქართული ოცნების“ იმ საარჩევნო კლიპის ამოღება, რომელშიც ჩანან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისმის მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“. ვიდეორგოლის მეორე ნაწილში ჩნდება პოლიტიკოსების ფოტოები, მათ შორის […]
არჩევნებში გამარჯვების და მშვიდობის პირობებში გავაათმაგებთ ენერგიას და კიდევ უფრო მეტ რესურსს გამოვყოფთ გამოწვევების მოსაგვარებლად – 26 ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, ჩხოროწყუმ, აბაშამ, წალენჯიხამ და მარტვილმა უნდა თქვას თავისი გამბედავი სიტყვა არჩევნებზე

არჩევნებში გამარჯვების და მშვიდობის პირობებში გავაათმაგებთ ენერგიას და კიდევ უფრო მეტ რესურსს გამოვყოფთ გამოწვევების მოსაგვარებლად – 26 ოქტომბრამდე უნდა მივიდეთ მშვიდად, ჩხოროწყუმ, აბაშამ, წალენჯიხამ და მარტვილმა უნდა თქვას თავისი გამბედავი სიტყვა არჩევნებზე გასული კვირა საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული იყო. იმ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში, იმ სოფლებში, რომელიც აერთიანებს ჩემს სადელეგატო არეალს, ინდივიდუალურად დავდივარ თითოეულ ოჯახთან, – […]