მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად როთი ავრცელებს. „დილა მშვიდობისა, თბილისი!“- წერს გერმანელი დეპუტატი სოციალურ პლატფორმა X-ზე. თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. „არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია. ანტი-ლგბტი […]

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში […]

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ხულოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ ბერიძე, ხულოს სოფლების: რაქვთას, ფუშრუკაულის, ვერნებისა და კვატიას მოსახლეობას შეხვდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. აღნიშნულ […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024“ გაიმართება

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის. „ილიაუნის მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები ილიაუნის ეზოში საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ. პიკნიკზე […]

რა ფაქტორები განაპირობებს ავტომობილებისთვის სიჩქარის ლიმიტების დაწესებას?

საქართველოში ავტობანებზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ს შეადგენს. საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, სადაც ლიმიტირებული სიჩქარის დაბალი მაჩვენებელი მოქმედებს. ევროპის რიგ ქვეყნებში ზედა ზღვარი 150 კმ/სთ-საც კი შეადგენს. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რამდენადშესაძლებელია ქვეყანაში ავტობანებზე მაქსიმალურისიჩქარის ლიმიტის აწევა. საკითხზე ჩვენ„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარეს ვესაუბრეთ. ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ სიჩქარის ლიმიტის დადგენის დროს გათვალისწინებულია რამდენიმე ფაქტორი. მათ […]

ხელნაკეთი ხის წნულები ქართველ მომხმარებლებში საკმაოდ მოთხოვნადია – „წნული თეოსია“-ს დამფუძნებელი

ხელნაკეთი ხის წნულები და დეკორაციები ქართველ მომხმარებლებში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც “ბიზნესპარტნიორთან” სტარტაპი “წნული თეოსია”-ს დამფუძნებელი თეო გიორგაშვილი აცხადებს, პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. მათი ძირითადი ნაწილი კი პოპულარული ქართველ მომხმარებელშია. მისი ინფორმაციით, სტარტაპი დღეს მომხმარებელს არაერთი სახის პროდუქტს სთავაზობს. “ხელოვნება ჩემი საყვარელი საგანი იყო, თუმცა ხელოვნმებისადმი სიყვარული ბებიამ შთამაგონა. ბებიაც ხელსაქმით […]

არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ – სალომე ზურაბიშვილი

“მე ვემზადებოდი იმისთვის, რომ გადავსულიყავი ახალ ეტაპზე, როცა უკვე დაფიქრდები შენ გასულ კარიერაზე, ანალიზებს აკეთებ უკვე ამ განვლილი გზის და ა.შ. ისე ხდება, რომ ისეთ მომენტში არის ქვეყანა, ისეთ გარდამტეხ პერიოდში, რომ აქ არ შეიძლება გაჩერება. ამიტომ მე ვთქვი არაერთხელ და ვიმეორებ, არ ვიცი რატომ, აღმოჩენებს აკეთებენ მერე, მე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნებოდი, სადაც საჭირო […]

საერთაშორისო ტურისტებში საქართველოს რეგიონების მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა ქვეყანას 3-ჯერ მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა აქვს – შოთა ბურჯანაძე

საერთაშორისო ტურისტებში საქართველოს რეგიონების მიმართ ინტერესი გაიზარდა, თუმცა ქვეყანას 3-ჯერ მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა აქვს – შოთა ბურჯანაძე საზაფხულო ტურისტული სეზონი დასრულდა. რეგიონების მიხედვით, წელს აჭარა გამოირჩეოდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული სეზონი ჩატარდა. რეგიონი გადატვირთული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული ტურისტებით. განსაკუთრებით დიდი ინტერესი ბათუმისა და მიმდებარე კურორტების მიმართ დაფიქსირდა. ვიზიტორების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ასევე […]

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2023 წელს საქმიანი მოგზაურობა შეამცირეს – კვლევა

ტექნოლოგიურმა კომპანიებმა 2023 წელს საქმიანი მოგზაურობა შეამცირეს – კვლევა გლობალურმა ტექკომპანიებმა საქმიანი და ბიზნესს ფრენების ემისიები 2023 წელს, 2019-თან შედარებით, გაანახევრეს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტები – Apple და Alphabet (Google) – ტენდენციას ჩამორჩნენ და საავიაციო ემისიებით პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდნენ – ამის შესახებ ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაცია Travel Smart-ის ახალ კვლევაშია საუბარი. გასულ წელს საქმიანი ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ […]

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება. პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით და […]