გიორგი გახარია – ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას, ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება – პრეზიდენტი თანახმაა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პრეზიდენტთან შეხვედრამდე, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრისთვის მზადაა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის გადადება სთხოვა, რაზეც სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა. „ვითვალისწინებ მამუკა ხაზარაძის თხოვნას. ვესაუბრე პრეზიდენტს და ვთხოვე, პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის რამდენიმე საათით გადადება. პრეზიდენტი დამეთანხმა, შეხვედრა გადაიდო 6 საათამდე. თუმცა ეს საკითხი მეტი ხნით ვერ გადაიდება“, – […]
ნინო წილოსანი – ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ „ნაცსექტანტებისთვის“ შეტევის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები, ასეთია უშინაარსო და ავის მოსურნე ადამიანების რეალური სახე

„ქართული ოცნება“ გამარჯვებასთან და წარმატებასთან ასოცირდება, ამის დასტურია საარჩევნო სიის ოცეულში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ჩვენი გუნდის ყველა სხვა დანარჩენი წევრი საკუთარი წარმატების ისტორიებით. თუმცა ზუსტად ჩვენი ქვეყნის სახელით მოასპარეზე ჩემპიონები გახდნენ „ნაცსექტანტებისთვის“ შეტევის, ბოღმის, ზიზღისა და სიძულვილის ფრქვევის ობიექტები. ასეთია უშინაარსო და სხვისთვის ავის მოსურნე ადამიანების რეალური სახე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის […]
გიორგი ამილახვარი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სახელწოდებით “როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი” გახსნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, […]
მაიკროსოფტი დივიდენდებს 10%-ით გაზრდის

Microsoft Corp.-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა კვარტალური დივიდენდების ზომა 10%-ით გაეზარდა – $0,83-მდე აქციაზე $0,75-დან, ნათქვამია ამერიკული კომპანიის პრესრელიზში. გადახდა განხორციელდება 12 დეკემბერს, აქციონერთა რეესტრის დახურვა 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა თავისი აქციების გამოსყიდვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პროგრამა. შესყიდვის პროგრამას არ აქვს დასრულების კონკრეტული თარიღი და შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს. მაიკროსოფტმა […]
საბანკო ასოციაცია: საბანკო სისტემა განუხრელად იცავდა და დაიცავს დაწესებულ სანქციებს

საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ საბანკო სისტემა წარსულშიც იცავდა და მომავალშიც დაიცავს საერთაშორისო სანქციებს. “საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს”, – აღნიშნავენ ასოციაციაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ […]
მამუკა მდინარაძე – არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ – ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, მკვლელი ან მწამებელი, რომ რომელიმე მათგანის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს?

არავინ ამბობს, რომ მკვლელებს და მწამებლებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გორში, ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა მდინარაძის შეფასებით, სრული ლუსტრაცია მოხდა, რომ ოპოზიცია „ომის პარტიას“, ომის ნარატივს წარმოადგენს და მართლაც ომი უნდათ. „ერთი ფრაზა ვინმემ თქვას, სად ითქვა ან რუსეთი, მკვლელი ან მწამებელი, რომ რომელიმე მათგანის […]
ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების ნაწილის დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც, დაცვის მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობის ეტაპზე სხდომა გადაიდო. სასამართლო პროცესზე ასევე გადაისინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა. საქმის პროკურორის, ლევან […]
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ისაკაძის N12-ის, პეკინის N33ა და N35-ის მცხოვრებლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილა ყურადღება. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა […]
მიხეილ ყაველაშვილი – სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ – გზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ

სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, რომ აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ, ბოდიში მოვიხადოთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში სიტყვითა გამოსვლისას განაცხადა. ყაველაშვილის თქმით, ის მკაფიო მხარდაჭერას აფიქსირებს ყველა იმ გზავნილის მიმართ, რომელი „ქართული ოცების“საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში […]
“ინტერი” ზურიკო დავითაშვილით დაინტერესდა” – რას წერს იტალიური გამოცემა?

“ინტერი” “სენტ ეტიენის” შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას interlive.it ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ნერაძური” ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებით მოხიბლულია, თავის მხრივ კი “სენტ ეტიენი” ზურიკოს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. “ზურიკოს შეტევაში თამაში რამდენიმე პოზიციაზე თანაბრად კარგად შეუძლია. ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან მოქმედებს, თუმცა ნახევარდაცვაში და მეორე ფორვარდის პოზიციაზეც გვინახავს. ზოგიერთ მატჩში სათადარიგოთა სკამზეა, […]