ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებული იური კალანდარიშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.
შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან გელოვანმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების ნაწილის დასაშვებობაზე იმსჯელეს, რის შემდეგაც, დაცვის მხარის ერთ-ერთი შუამდგომლობის ეტაპზე სხდომა გადაიდო.
სასამართლო პროცესზე ასევე გადაისინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყველაზე მკაცრი ღონისძიება არ უნდა შეცვლილიყო, ვინაიდან მისი შეცვლის არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები არ არსებობდა.
დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატ სულხან კომახიძის განმარტებით, კალანდარიშვილის პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის და გასარკვევია მკვლელობა რა ვითარებაში მოხდა.
ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული პოზიცია მან მოსამართლის კითხვის – ცნობს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, საპასუხოდ განაცხადა, რომ “არ ცნობს”.
ცნობისთვის, შემთხვევა ვარკეთილში 5 ივნისს მოხდა, სანადირო თოფიდან გასროლით 39 წლის ბაჩო ბაშარული და 40 წლის ნიკა არჩვაძე მოკლეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნული ბრალი სასჯელის სახით და ზომად 16-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?

თამო კეშელავა: გვაჩვენეთ, დაზარალებული პოლიციელი. ხომ იცით ხოლმე თქმა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარეო? გადადგა ქვეყანა ჭკუიდან, ქოცებიც კი აღშფოთდნენ, მეტი რა ინტერესი გინდათ?