ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში

თიბისი, 3 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიწვევთ Data ღონისძიებაზე „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას „Women In Data Science“ აძლიერებს საქართველოში.
როგორც ჩანს, ივლის – აგვისტო იმდენად კარგი იყო, რომ BAG-ის ინდექსის ზრდა გვაქვს – ლევან ვეფხვაძე

როგორც ჩანს, ივლის-აგვისტო იმდენად კარგი იყო, რომ BAG-ის ინდექსის ზრდა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, BAG-ის ინდექსი რეაგირებს იმაზე, თუ როგორია საკუთარ პროდუქტზე მოთხოვნა. „როგორც ჩანს, ივლის-აგვისტო იმდენად კარგი იყო, რომ ინდექსის ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ბიზნესის მდგომარეობა ახლა, ამწუთას, საკმაოდ ოპტიმისტურია. ამ შემთხვევაში უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, […]
საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა სანქციას – “ბაზისბანკის” დირექტორი

“ბაზისბანკის” გენერალური დირექტორის დავით ცაავას თქმით, საბანკო სექტორი აქამდეც იცავდა და მომავალშიც დაიცავს ყველა იმ სანქციას, რომელიც გათვალისწინებულია. ამის შესახებ მან BMG-სთან, აშშ-ის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დავით ცაავა ფინანსური სანქციების აღსრულების კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სანქცირებული პირები “ბაზისბანკის” კლიენტები არ არიან. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საბანკო სექტორი […]
„ქართულმა ოცნებამ“ დაასრულა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების 6-წლიანი პროცესი დასრულდა. პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ერთხმად დაამტკიცა ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. გასულ კვირას გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, ნიკოლოზ მარსაგიშვილს აზრი ჰკითხეს მაღალი თანამდებობის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებაზე, რაც საქართველოს წინაშე ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა. მარსაგიშვილს ამ საკითხზე საჯაროდ უკვე ჰქონდა გამოხატული პოზიცია, […]
პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მე-3, საბოლოო მოსმენით მიიღო

„ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებსაც. ოპოზიციის დიდ ნაწილს „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი დამატებით, 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, […]
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო

მე-10 მოწვევის პარლამენტის, სავარაუდოდ, ბოლო პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ 84 ხმით მიიღეს. ამნისტიის შედეგად, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერს. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. […]
სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა პასუხი. მისი თქმით, სამინისტროს კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ აქვს. „ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად […]
ინდოეთის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი ელოდება, რომ ქვეყნის მშპ მომდევნო წლებში 7,5%-ზე მეტით გაიზრდება

ინდოეთის ეკონომიკური ზრდა მომდევნო რამდენიმე წელიწადში 7,5%-ს გადააჭარბებს, ამბობს ინდოეთის სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელი შაკტიკანტა დასი. ეს ზრდის ტემპი შეიძლება შენარჩუნდეს საშუალოვადიან პერიოდში, განუცხადა მან CNBC-ს. 2024 წლის მეორე კვარტალში ინდოეთის მშპ 6,7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ცენტრალური ბანკი ელოდება, რომ ინდოეთის ეკონომიკის რეალური ზრდის ტემპი (ინფლაციაზე კორექტირებული) იქნება 7.2% 2024 და 2025 წლებში. დასმა ასევე […]
TechXplore – თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის

18-20 ოქტომბერს ტარდება TechXplore, თიბისის ჰაკათონი ინოვაციური იდეებისთვის. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა ტექნოლოგიების მოყვარულებისთვის, რომ გაერთიანდნენ, გადაჭრან რეალურ ცხოვრებაში არსებული პრობლემები და მიიღონ ახლებური გადაწყვეტილებები ციფრული ბანკის სამყაროში. ადგილზე, მონაწილეებმა უნდა შექმნან ინოვაციური ფუნქციონალის მქონე საბანკო ციფრული პროდუქტი, რომელიც ზუსტად ერგება მომხმარებლის გამოცდილებას და ქმნის მისთვის საჭირო ღირებულებას. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ამისათვის აუცილებელია […]
ვაკოს გოლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე – მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა…

აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უცნაური ამბავი დაფიქსირდა. ვაკო ყაზაიშვილის “შანდონგ ტაიშანი” ავსტრალიურ “ცენტრალ ქოუსთ მარინერს” შინ, ჯინანის “ლუნენ ბიგზე”, ადრეული გოლით ამარცხებდა. შეხვედრის არბიტრმა პირველი ტაიმის დასრულების ნიშანი მისცა და გუნდები თითქოს შესვენებაზე გაუშვა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ამის შემდეგ დააფიქსირა, თამაში განაახლა და ავსტრალიელებმა ნიშნულიდან გაათანაბრეს – 1:1. ჩინური კლუბის ფეხბურთელები გაოცებულები და გაბრაზებულები იყვნენ. […]