პარიზში მიმდინარეობს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი

პარიზში მიმდინარეობს საფრანგეთის მოქალაქე პიტერ შერიფის სასამართლო პროცესი. მან შვიდი წელი გაატარა იემენში ალ-ყაიდას რიგებში. მას ბრალი ედება „დანაშაულებრივ ტერორისტულ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში და ეჭვმიტანილია, რომ დაკავებული ჰყავდა 2011 წელს იემენში გატაცებული სამი ფრანგი მძევალი. სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს, 16 სექტემბერს დაიწყო, ასევე შეეცდება გაარკვიოს ბრალდებულის როლი მისი ბავშვობის მეგობრის, შერიფ კუაშის გადაბირებაში. კუაშიმ თავის ძმასთან, […]

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი მიიღო

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 84 ხმით მიიღო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტია სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება,საიდანაც 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს. კანონპროექტით ამნისტია გავრცელდება ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით. როგორც მომხსენებელმა განმარტა, სისხლისსამართლებრივი […]

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე – მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა…

შეხვედრის მთავარი მსაჯი საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 37 წლის ხალიდ სალეჰ ალ-ტურეისი იყო, რომელმაც მე-17 წუთზე ქართველი ლეგიონერი გააფრთხილა. ვაკომ 75-ე წუთზე ლიაოს პასით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, 88-ე წუთზე კი ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა – მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო – 3:1. რაც შეეხება ბექა მიქელთაძის სამხრეთკორეულ “გვანჯუს”, იაპონური “იოკოჰამა” 7:3 დაამარცხა, ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი […]

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება – პრემიერი

ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. „ამ ოთხი წლის […]

UniCredit-მა შესაძლოა ევროპის ცენტრალურ ბანკს Commerzbank-ში თავისი წილის 30%-მდე გაზრდის ნებართვა სთხოვოს

იტალიურმა UniCredit SpA-მ შესაძლოა მიმართოს ევროპის ცენტრალურ ბანკს გერმანული Commerzbank AG-ის წილის 30%-მდე გაზრდის ნებართვისთვის – იუწყება Bloomberg–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, UniCredit–ი შესაბამის განაცხადს ევროპის ცენტრალურ ბანკს განსახილველად უახლოეს დღეებში წარუდგენს. ასეთი განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ UniCredit აუცილებლად გაზრდის წილს Commerzbank-ში 30%-მდე ან კიდევ გააგრძელებს აქციების შეძენას, აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ. გასულ […]

„ყველა უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას“ – როგორ უნდა აღასრულონ ბანკებმა სანქციები?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე, აშშ-ის ფინანსური სანქციების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. საქმე ისაა, რომ აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის […]

გიორგი ბარამიძე – მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი სააკაშვილს გუნდს, რომელიც 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის ემზადება

მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გიული ალასანიასთან ერთად შევხვდი სააკაშვილს გუნდს, რომელიც ემზადება 26 ოქტომბრის გამარჯვებისათვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ბარამიძის განცხადებით, „ყველა ერთად 26 ოქტომბერს უარს ვეტყვით სიღარიბეს იზოლაციაში და ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას”. „მოვედით გიული ალასანიასთან ერთად, რათა შევხვდეთ მიშას გუნდს, რომელიც 26 ოქტომბერს დიდი გამარჯვებისთვის […]

სარფში გზაზე კლდიდან ქვის ლოდები ჩამოიშალა

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქვის ლოდებისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ცნობისთვის, სარფის საბაჟოსთან კლდის ჩამოშლის შედეგად სატვირთო ავტომობილი დაზიანდა, ქვის მასამ კი სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები რჩებიან.

ადვოკატი – კალანდარიშვილი ბაშარულის და არჩვაძისგან თავს იცავდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა – კონფლიქტი ორი წლის წინ, „112“-ში განხორციელებულ ზარს მოჰყვა

ვარკეთილში, ბაჩო ბაშარულისა და ნიკა არჩვაძის მკვლელობაში ბრალდებულ იური კალანდარიშვილის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, ბრალდებული თავდამსხმელებისგან თავს იცავდა და ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ადვოკატის განმარტებით, მათ შორის კონფლიქტი ორი წლის წინ, „112“-ში განხორციელებულ ზარს მოჰყვა. „იური კალანდარიშვილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ მის საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტი ხელით შეხებაში გადაიზარდა, კალანდარიშვილი საკუთარ სახლში შევიდა, […]

ოცნებამ ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას უყარეს კენჭი. პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა. პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია. ის უზენაეს სასამართლოში 2025 წლიდან იმუშავებს – კერძოდ, მას შემდეგ რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება. მარსაგიშვილის კანდიდატურის კანონმედბლობასთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი […]