SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი – “ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ” გამოიცა

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე. ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის – ‘ნეტავ ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ’ პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნული წიგნი SOLO Books-ისა […]
გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) ოპოზიციური ბლოკის ლიდერები 2025 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე გერმანიის კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს. “კანცლერის კანდიდატურის საკითხი გადაწყვეტილია. ეს იქნება ფრიდრიხ მერცი. მე ბედნიერი ვარ ამით და ღიად ვუჭერ მხარს”, – განაცხადა „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელმა, მარკუს სოდერმა. მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0060 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0010 ლარს შეადგენდა. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 06:00-იდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, რუსთაველის, მირიანის, ჯავახიშვილის, ერეკლე მეორის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბარისახო, გუდანი, ატაბე, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. […]
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი – ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა

ეკონომიკური ზრდის ტენდენციების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური მდგრადობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია იმ ფონზე, როდესაც ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი ჩამოსცდა მიზნობრივ დონეს, ხოლო მიმდინარე წელს 7 თვეში, მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 1%-ზე დაბალია. „მაღალი ეკონომიკური […]
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა უსაფრთხოებაზე, ზრდასა და კლიმატის ცვლილებაზე იქნება ფოკუსირებული

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, სამშაბათს ახალი გუნდი წარადგინა, რომელიც ევროკავშირის ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ის ორიენტირებულია რეგიონის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და ზრდის გამოწვევების მოგვარებაზე. ანდრიუს კუბილიუსი ევროკავშირის თავდაცვის პირველი კომისრის თანამდებობას დაიკავებს, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის სამხედრო წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე. ესპანეთის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრი […]
“წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის” – გია ხარჩილავა და თამარ ბელქანია სოფელ ფახულანში

წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ, ტრადიციულად, საოკუპაციო ხაზთან სოფლები მოინახულეს. სოფელ ფახულანში, ისინი ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებებს გამოეხმაურნენ. “საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა საქართველოს მთლიანობა. ჩვენ ისტორიული მეხსიერება გვაქვს, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის. მე ახლა ვდგავარ საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რის მერეც გველოდება ჩვენი გამთლიანება, წალენჯიხა ბოდიშა არ იხდის” – განაცხადა წალენჯიხის მერმა, […]
მიხაილ როთი სალომე ზურაბიშვილზე – თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! – ის ნამდვილი გმირია

თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს. „თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია. ის ნამდვილი გმირია!“, – […]
სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება

სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საბავშვო სივრცე; ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით; კაუჩუკის მოედანი; მოაჯირები; საპარკო ავეჯი; ატრაქციონები; გამწვანება; განათება; სარწყავი სისტემა; ღობე „სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის […]
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

პარლამენტმა მუშაობა დაასრულა. რეგლამენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები არ ტარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია შეიკრიბოს. მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, დიდი ალბათობით დღევანდელი პლენარული სხდომა მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სხდომა იყო.