სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მცხოვრებთა შეკრების მონაწილეებს კარვით სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს

სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ სოფელ შუქრუთის მაცხოვრებელთა შეკრებას ეხმიანება, რომლის მონაწილეებსაც გასულ ღამეს ადგილზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს აუცილებელი პირობები შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის და მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის აქციების გასამართად. “საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების […]

„გირჩმა“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია გამოაქვეყნა

„გირჩმა“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას, პარტიული სია გამოაქვეყნა. მას „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ლიდერობს, სიაში კი დეპუტატობის 25 კანდიდატია. · იაგო ხვიჩა · სანდრო რაქვიაშვილი · ვახო მეგრელიშვილი · ჰერმან საბო · გიორგი ჭაუჭიძე · ლევან ჯგერენაია · მალხაზ ჭანია · ეკა ონიანი · უჩა ბარბაქაძე · რუსკა აბუაშვილი · ნიკა ნადირაძე · […]

მე-10 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა

მე-10 მოწვევის პარლამენტმა დღეს ბოლო პლენარული სხდომა გამართა და მუშაობა დაასრულა. რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში პლენარული სხდომები არ იმართება, თუმცა უმრავლესობის წევრების თქმით, საჭიროების შემთხვევაში დამატებით სხდომებს ჩანიშნავენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა დისკრიმინაციული და ჰომოფობიური ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. კანონპროექტს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვა” სურს, […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BAG-ი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები. კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და ინვესტიციების კვლევა, რითაც, […]

SOLO Books-ის მხარდაჭერით, ფილიპა პერის წიგნი – “ნეტავ, ეს წიგნი ჩვენს მშობლებს წაკითხული ჰქონოდათ” გამოიცა

SOLO კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO Books-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ექსკლუზიურად SOLO-ს მომხმარებლებს აძლევს წვდომას ქართულად ნათარგმნ მსოფლიო ბესტსელერებზე. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ბანკი” ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინიციატივის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის ფილიპა პერის მსოფლიო ბესტსელერი წიგნის – ‘ნეტავ ეს წიგნი […]

„როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები” – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მორიგი ბიზნეს კონფერენცია გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას: „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები”, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და ბიზნესმენები დაესწრნენ. კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წარადგინა 2024 წლის მე-3 კვარტლის BAG ინდექსის კვლევის შედეგები. კერძოდ კი, ბიზნესის კლიმატის ინდექსი, დასაქმების ბარომეტრი და ინვესტიციების კვლევა, რითაც, საბოლოო ჯამში, ფასდება ბიზნესის განწყობები და მოლოდინები. აქვე კონფერენციის […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]

არცერთი მშობელისთვის არ უკითხავთ, რა გვჭირდება – პარლამენტთან დედების აქცია გაიმართა

დღეს, 17 სექტემბერს, პარლამენტთან დედების აქცია გაიმართა. ისინი ქართული ოცნების“ მიერ დამტკიცებულ ჰომოფობიურ საკანონმდებლო პაკეტს აპროტესტებდნენ, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მედეა ტურაშვილის თქმით, პარლამენტის მიღებული კანონი ოჯახებს არ იცავს: “აქ მოვედი ჩემი პროტესტის გამოსახატად ამ სულელური კანონის შესახებ, რომელსაც რატომღაც ოჯახის სიწმინდის კანონი თუ რაღაც მსგავსი დაარქვეს. არცერთი […]

ფსბ იტყობინება, რომ მოკლა უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირი

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) გაავრცელა ინფორმაცია სვერდლოვსკის რაიონში პირის მოკვლის შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო იმაში, რომ თავდაცვითი ხასიათის ერთ-ერთი ადგილობრივი საწარმოს ხელმძღვანელის ავტომანქანის აფეთქებას ამზადებდა. ამის შესახებ უწყების ვებსაიტი იტყობინება. ფსბ-ს ცნობით, 1984 წელს დაბადებული მამაკაცი იყო „რუსეთში აკრძალული უკრაინული ნაციონალისტური ტერორისტული ორგანიზაციის წევრი“. ის, სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო დაქირავებული და მისი […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6998 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0060 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0010 ლარს შეადგენდა. […]