დავით კოდუა – გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა კარგად იციან, ვინაა ქართული საქმის მკეთებელი!

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვენი ახალგაზრდული გუნდის წევრებთან ერთად, სოფელ ნარაზენში, აღმაშენებლისა და როგავას ქუჩებზე გავმართეთ. საოცარი ენერგია და მხარდაჭერა მოდის მოქალაქეებისგან. გამარჯვება სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ამომრჩევლებმა […]
ღვინის ეროვნული სააგენტო – 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 146 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე საფერავია. მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს. „ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე […]
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ბორჯომში, ე.წ. ლიკანის დასახლებაში მესხეთის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის განმარტებით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. „სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა […]
4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნება

4 – 9 ოქტომბერს, რიგით მეოთხე, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩატარდება. 6 დღის განმავლობაში კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების პარალელურად ფესტივალის პროგრამა მოიცავს მასტერკლასებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს. წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებული ნამუშევრები. […]
ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული “პურის ფესტივალი” გაიმართება

28 და 29 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული “პურის ფესტივალი” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები მოეწყობა. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური […]
106 წლის წინ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ღმრთივმიიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე)

1918 წლის 18 სექტემბერს ქუთაისის სობოროს სამრეკლოდან მწუხარების ზარმა ჩამოჰკრა და ქუთათურებს თავიანთი მწყემსთავრის უეცარი გარდაცვალება ამცნო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, 1918 წლის 18 სექტემბერს, ნაშუადღევს, 1 საათზე, ქუთაისის საარქიელო სახლში (რომელიც მდებარეობდა ბაგრატის ტაძრის გალავანში და დაანგრიეს გასული საუკუნის 80-იან წლებში), 52 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე). 1918 წლის […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის […]
იტალიაში კვარაცხელიასა და ლუკაკუს ახლადშექმნილ დუეტს სახელი მოუფიქრეს

იტალიურმა Gazzetta-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს დუეტს სახელი მოუფიქრა და მას Lukvara დაარქვა. გამოცემა წერს, რომ ბელგიელმა სანაკრებო პაუზის დროს ბევრი იშრომა, ანტონიო კონტეს დარიგებები მიიღო და ახალ პარტნიორებს სულ უფრო და უფრო კარგად უგებს. როგორც იცით, ხვიჩასა და რომელუს შემტევითმა დუეტმა “კალიარისთან” გასვლაზე 3:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი შექმნა. კვარაცხელიამ ლუკაკუს პასით გაიტანა, […]
სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფიციალური დოკუმენტი ჩაბარდება, მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. აფგან სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. საქალაქო სასამართლოს განჩინება უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. “მას აზერბაიჯანულ ენაზე ჩაბარდა ემიგრაციის დეპარტამენტის […]
როგორი ამინდი იქნება 18-20 სექტემბერს?

18-20 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, […]