Eumm-ს მისია აფხაზეთთან პატრულირებისას დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირების განხორციელებისას ხურჩის რაიონში, აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს, დროებით დააკავეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, რის შემდეგაც, Eumm-ს ინფორმაციითვე, დამკვირვებლები უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს. “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ნებისმიერ ისეთ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის მის დამკვირვებლებს მანდატით გათვალისწინებული მათი საქმიანობის განხორციელებაში. ასეთი პატრულირებები აუცილებელია […]
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის […]
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.1 პროცენტით გაიზარდა – „საქსტატი“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 პროცენტით, ანუ 200.4 ლარით გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 პროცენტით); […]
რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონობით

მერაბ დვალიშვილი 61 კგ. წონით კატეგორიაში UFC-ის ახალი ჩემპიონია. მერაბმა შონ ო’მალი უმარტივესად დაამარცხა და ამ დროისთვის უკვე საქართველოს ორი ქამრის მფლობელი ჰყავს. აღნიშნული ტრიუმფისთვის დვალიშვილი საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს, მერაბი დაახლოებით 500 ათასი დოლარის მფლობელი გახდება და ამას დაემატება ბონუსებიც.
იტალიაში კვარაცხელიასა და ლუკაკუს ახლად შექმნილ დუეტს სახელი მოუფიქრეს

იტალიურმა Gazzetta-მ ხვიჩა კვარაცხელიასა და რომელუ ლუკაკუს დუეტს სახელი მოუფიქრა და მას Lukvara დაარქვა. გამოცემა წერს, რომ ბელგიელმა სანაკრებო პაუზის დროს ბევრი იშრომა, ანტონიო კონტეს დარიგებები მიიღო და ახალ პარტნიორებს სულ უფრო და უფრო კარგად უგებს. როგორც იცით, ხვიჩასა და რომელუს შემტევითმა დუეტმა “კალიარისთან” გასვლაზე 4:0 მოგებულ შეხვედრაში 2 გოლი შექმნა. კვარაცხელიამ ლუკაკუს პასით გაიტანა, […]
„ვაი ბიზნესმენს ჩემს საადვოკატო რეპუტაციას ვერ შევალახვინებ“ – ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებას პასუხობს

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მას საქმის დალაგებაში ადვოკატი ფულს სძალავდა, განცხადებას ავრცელებს. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ ჩიკვაიძეს სტანდარტული მომსახურების ხელშეკრულებას სთავაზობდა, თუმცა მას მათი სამართლებრივი ანალიზი არ მოეწონა და ადვოკატისგან ისე გაიპარა, რომ მომსახურების საფასურიც არ გადაუხდია. „კომერსანტი“ ამირან გიგუაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მეგობრებო, ნამდვილად არ ჩავთვლიდი საჭიროდ ვიღაც ვაი […]
ერთა ლიგის 2024-2025 წლის გათამაშებაში საქართველოს და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024-2025 წლის გათამაშების მესამე შეხვედრას უკრაინასთან გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. დაკონკრეტებულია, რომ თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთის შესაძენად, მომხმარებელმა უნდა […]
26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება

ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს. შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა. შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი – მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი […]
აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო, საიდანაც 244 699 ბავშვია

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოს თვის მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 226 721 ადამიანი. ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობა 439 394-მა პირმა მიიღო, შესაბამისად, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვამ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სხვადასხვა ოლქებში 54 დრონი ჩამოაგდეს. „საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 27 დრონი კურსკის ოლქის თავზე, 16 ბრიანსკის ოლქის, 7 სმოლენსკის, 3 ბელგოროდისა და 1 ორიოლის ოლქის ტერიტორიებზე ჩამოაგდეს. ცნობისთვის, რუსულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, […]