ირაკლი ქარსელაძე – 12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 12 ჰექტარზე გაშენებული, ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაასრულა. განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რეაბილიტირებული ცენტრალური პარკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა. „12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია […]

თსუ-ში შაჰრიარის ხსოვნის დღე და ნომადი ბართაიას 80 წლის იუბილე აღინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის, შაჰრიარის ხსოვნის დღე და თსუ-ს პროფესორის, ირანისტიკის კათედრის ყოფილი ხელმძღვანელის, მწერლის, მთარგმნელის, მეცნიერის ნომადი ბართაიას 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. თსუ-ს ცნობით, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, თსუ-ს ირანისტიკის კათედრის ინიციატივით, […]

საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა და სკოლის დირექტორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტები გამოვლინდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა სახელმწიფო ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა და სკოლის დირექტორების სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების ფაქტები. როგორც ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 საქმე შეისწავლა, სადაც სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები გამოვლინდა. ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ეს კანონის დარღვევაა. „იდენტიფიცირებული 4 შემთხვევიდან 3 შეეხება საჯარო […]

„საქსტატი“ – რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6% შეადგინა

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, 2024 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 101.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.6 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული […]

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. “2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს […]

პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველოს პარლამენტმა „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დოკუმენტი საქართველოსა და ბელგიის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. „შეთანხმება რატიფიცირებისთვის დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე წარუდგინა. შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულების წინააღმდეგ […]

Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

ამერიკული ბრენდის, REINKE-ს, სარწყავი სისტემები ახლა უკვე საქართველოსა და სომხეთშიც ხელმისაწვდომია. მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა Tegeta Construction Equipment-ის ერთ-ერთი მიმართულების „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია. REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, მწარმოებლის ინტერესი, გაფართოვდეს მსოფლიო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, „თეგეტა აგრის“ სწრაფვა, გარდატეხა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში. 70-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია აწარმოებს […]

უშგულში კაფე-ბარი “ენგური” დაიწვა

უშგულში კაფე-ბარი “ენგური” დაიწვა ღამით, უშგულში კაფე-ბარი “ენგური” დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მთავარ არხს” უთხრეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია, დაშავებული კი არავინაა. “მთის ამბები” ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეპატრონეებმა ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყანაში უკანონოდ მყოფი 5 უცხოელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის, ერაყის რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ჯამში 5 მოქალაქე დააკავეს. “დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, […]

საქართველოს საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1996 წ. დაბადებული მ.ხ. და 2006 წ. დაბადებული ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ, გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი”, […]