ირაკლი გვილავა – პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში 60-მდე პროფესიაა წარმოდგენილი, რისი შესწავლაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს სრულიად უფასოდ შეეძლებათ

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, პროგრამა “ისწავლე და დასაქმდის” ფარგლებში 60-მდე პროფესიაა წარმოდგენილი, რისი შესწავლაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. მისივე თქმით, პროგრამაზე ონლაინ რეგისტრაცია 18 სექტემბრიდან დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. „დღეს რეგისტრაცია პროგრამაზე – „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო. რეგისტრაცია საიტზე dasakmdi.ge […]
გამოფენა „ეტრუსკების სამყარო“ გრძელდება

ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 29 სექტემბერის ჩათვლით მასპინძლობს, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო“. ორგანიზატორების ინფორმაციით, ეს გამოფენა აგრძელებს იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი გამოფენების სერიას. „საქართველოში პირველად მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, ვიხილოთ ეტრუსკული ხელოვნების მრავალფეროვანი და გამორჩეული ნიმუშები ეტრუსკული კოლექციების მფლობელი იტალიის ორი მთავარი მუზეუმიდან – ფლორენციის არქეოლოგიური მუზეუმიდან და კიუზის ეროვნული ეტრუსკული მუზეუმიდან, […]
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, ინდოეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “NAV DURGA” დააკავეს. უწყების ცნობით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ელი პრიმა […]
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 6 ახალი, ევროპული სტანდარტების წყლის კალათა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული კალათები ეფექტურია და გამოიყენება ვერტმფრენით ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სპეცტექნიკა პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ტექნიკურ […]
მიხაილ როთი – ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია!

მიხაილ როთი – ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია! სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში […]
ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ სანქციებს საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული წესით აღასრულებენ

პოლიციის ორი მაღალჩინოსნისა და „ალტ-ინფოს“ ორი ლიდერის აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესთან დაკავშირებით. ბანკი განმარტავს, რომ სანქციების აღსრულებაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის განსხვავებული წესი მოქმედებს. ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც ახლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია, სანქციების აღსრულების წესი 2023 წლის სექტემბერში შეცვალა, როცა აშშ-მა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს […]
ბაზისბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი საქართველოში – Global Banking & Finance Awards-ის ზედიზედ მეორე აღიარება

გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა. Global Banking & Finance Awards 2024-ზე ბაზისბანკის საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ბანკის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ზრდისა და განვითარების იდეისადმი ბანკის ურყევ […]
მიხაილ როთი – მე უფრო ხშირად დავდივარ ტაძარში და ვესწრები მსახურებას, ვიდრე ყველა ის ადამიანი საქართველოში, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული განცხადებების გამო მაკრიტიკებს

მე პირადად უფრო ხშირად დავდივარ ჩემს ტაძარში და უფრო ხშირად ვესწრები მსახურებას, ვიდრე ყველა ის ადამიანი აქ, თქვენს ქვეყანაში, რომელიც მაკრიტიკებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადებების გამო, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როთმა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კრიტიკის შესახებ კითხვას უპასუხა და […]
მიხაილ როთი – ეს ჩემი პირადი საქმეა და სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო – ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია!

სირცხვილია, რომ ხალხი თქვენს ქვეყანაში თავს დაცულად არ გრძნობს მათი სექსუალური იდენტობის გამო. ეს ანტი-LGBTI კანონი სირცხვილია, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს იმით, რომ აქვს მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ღიაობის საკმაოდ დიდი ისტორია. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვისწავლე ამ ქვეყნისა და ხალხის […]
მიხაილ როთი – თუ ქვეყანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ გაიწვევს, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს – რაც შეეხება არასამთავრობოების საგრანტო პროგრამას, რატომაც არა?

ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს, თუ ეს ქვეყანა არ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კარგად იცნობს კანონის არსს და მსგავსი კანონები ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებში მოქმედებს, როგორიც რუსეთია. „მე კარგად ვიცნობ ამ კანონს, რადგან ბევრ ავტორიტარული რეჟიმს, […]