ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში “ქუთაისი” “ლევიცესთან” დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლა

ევროტურნირში “ქუთაისი 2010”-ის დებიუტი შედგა. ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში კოტე ტუღუშისა და კახა დარახველიძის გაწვრთნილი იმერული კლუბი სლოვაკეთის ჩემპიონ “ლევიცე პატრიოტის” შეხვდა და 87:111 დამარცხდა. რაკი ეს გახლდათ ოლიმპიური სისტემით მიმდინარე ტურნირი, ქუთაისელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს დაემშვიდობნენ და გადაინაცვლეს ფიბა-ევროპის თასზე, სადაც J ჯგუფში იქნებიან გერმანულ ტელეკომ ბონთან, ბულგარულ ბალკანთან და ბილბაო […]
გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს – მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთ საათში განახლდება

„საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან. „საუბარი მიდის […]
მიხაილ როთი – ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან – “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი

მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. ის ეხმაურება თბილისში, ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის მკვლელობას. “ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო. ღრმად შოკირებული […]
თინა ბოკუჩავა – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება დიდი ინვესტიციის ჩადება საუნივერსიტეტო კამპუსებში, რათა ყველა საჭიროების მქონე სტუდენტმა იცხოვროს თანამედროვე საუნივერსიტეტო საცხოვრებელში

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება დიდი ინვესტიციის ჩადება საუნივერსიტეტო კამპუსებში, რათა ყველა საჭიროების მქონე სტუდენტმა იცხოვროს თანამედროვე საუნივერსიტეტო საცხოვრებელში და არ უწევდეთ მუშაობა კაბალურ პირობებში ქირის გადასახდელად. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზებისთვის , – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია […]
ექსპერტები სანქციებზე: ეს ამერიკის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის მიერ, საქართველოს მთავრობის წევრების და „ალტინფოსთან“ დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესებას აფასებენ ვაშინგტონში. ამერიკელი ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქციების მორიგი ტალღა ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ნიშანია, ის შესაძლოა ერთგვარ წინსაარჩევნო გაფრთხილებადაც აღიქმებოდეს და რომ ამ ნაბიჯით ამერიკა საქართველოს მთავრობას აფრთხილებს – საკმარისია! სანქციების მორიგ ტალღაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა […]
პრემიერ-მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ღვინის ქარხანაში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოფელ სანიორეში მევენახეებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცკლებს. „მთავრობის მეთაური მევენახეებს რთველის მიმდინარეობისა და მოსავლის დაბინავების პროცესზე გაესაუბრა და ხელისუფლების სრული მხარდაჭერა აღუთქვა. საუბრისას ხაზი გაესვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების პრიორიტეტულობას და აღინიშნა, რომ სუბსიდირების მექანიზმი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა. პრემიერმა ასევე ჭოტიაშვილების საოჯახო მარანი – “საწნახელი” დაათვალიერა. მარის მფლობელმა კახა ჭოტიაშვილმა […]
წლის ბოლოსთვის ბარელი ნავთობის ფასი $75 იქნება – UBS

შვეიცარიული საბანკო-საფინანსო გიგანტის, UBS-ის პროგნოზით, წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 75 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 8 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია. ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდის საშუალება არ აქვს, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფასების სტაბილურობა იქნება მოსალოდნელი. ასევე, UBS-ის ექსპერტები შემცირებულ რისკებს ხედავენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის და რუსეთის ფედერაციის […]
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ამ დორისთვის პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც […]
Alaska Airlines-მა Hawaiian Airlines–ის შეძენა დაასრულა

Alaska Airlines-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან დაასრულა Hawaiian Airlines–ის 1,9 მილიარდი დოლარად შეძენა მას შემდეგ, რაც მიაღწია შეთანხმებას აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტთან. სამშაბათს ავიაკომპანიები შეთანხმდნენ შეინარჩუნონ ჰავაის ძირითადი მარშრუტები და მიიღონ ზომები მომხმარებელთა დასაცავად შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გაგრძელდება ექვსი წლის განმავლობაში. ვრცლად reuters – ზე
კესარია აბრამიძე მოკლეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. “პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი”, – უთხრა ჟურნალისტებს ადგილზე კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. კითხვაზე, იდენთიფიცირებული […]