კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს – ,,ტვ პირველი”

კესარია აბრამიძე, წინასწარი ინფორმაციით, დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. მკვლელობაში ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია. “პირველების” წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს. ჯაიანი “პირველების” წყაროს ინფორმაციით, “რატის ბარის” თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა დომენიკ მანგო კისოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და […]
თეიმურაზ კუპატაძე კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე – პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე

აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ მედიას ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. „ვმუშაობთ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე“, – განაცხადა კუპატაძემ. კითხვაზე, იცის თუ არა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, კუპატაძემ უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“. „ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“. ტრანსგენდერი […]
გიორგი გახარიამ და მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს – მოლაპარაკებები დაახლოებით, ერთ საათში განახლდება

„საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან. „საუბარი მიდის […]
„კესარია აბრამიძე ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში მოკლეს“ – მიხაელ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება. „ვინც სიძულვილს თესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს. პარლამენტის მიერ ანტი-ლგბტქ კანონის მიღებიდან ერთ დღეში. ღრმად შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ “ქართულ კოშმარს” უმალ გაიწვიოს სამარცხვინო კანონი“, — წერს იგი. მომხდარის სხვა ოფიციალური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
სინგაპურის ჩანგის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

სინგაპური ახალი მეგა ტერმინალის მშენებლობას ჩანგის აეროპორტში მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიწყებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლოურენს ვონგმა. ახალი ტერმინალი 5 გამტარუნარიანობას წელიწადში კიდევ 50 მილიონი მგზავრით გაზრდის, ხოლო მარშრუტების ქსელი 150-დან 200-მდე გაიზრდება. ის ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030-იანი წლების შუა პერიოდში შევა. ამჟამად აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 მლნ-ს შეადგენს. რეგიონის სხვა ქალაქებიც აფართოებენ თავიანთ შესაძლებლობებს. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს […]
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: აზაროვის გარეშე – “შახტარი” სტუმრად “ბოლონიას” ფრედ ეთამაშა

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „შახტარი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუზავდა – 0:0. სტუმართა გუნდში ირაკლი აზაროვი სათადარიგო იყო. აღსანიშნავია, რომ „მეშახტეთა“ ნახევარმცველმა გიორგი სუდაკოვმა მატჩის დებიუტში პენალტი ვერ გამოიყენა. დღესვე „სპარტამ“ სახლში „ზალცბურგს“ 3:0 მოუგო. გოლით და საგოლე გადაცემით თავი ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოლატუნჯიმ გამოიჩინა. ბოლონია – შახტარი 0:0 გამოუყენებელი პენალტი: სუდაკოვი (4, შახტარი) სპარტა – ზალცბურგი […]
გახარია: ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, მისი გუნდის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით ოპოზიციაში გადაყვანაა. “მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს… აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა […]
„საუბარი მიმდინარეობს კონსტრუქციულად, დავბრუნდებით ერთ საათში“ – ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გაერთიანების შესახებ მისი და „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მოლაპარაკებები ერთ საათში განახლდება. ამის შესახებ ხაზარაძემ პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა. დღეს, 18 სექტემბერს, გახარია და ხაზარაძე მეორედ ხვდებიან პრეზიდენტის რეზიდენციაში. მათი გაერთიანების იდეას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მხარს უჭერს. “ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის გაერთიანებაზე […]
იგორ ნარმანია – ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სუბსიდიას

გარდა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მივიღოთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე წვდომა, სწრაფი გადაჭრის გზა იმისა, რომ სტუდენტებს არ უწევდეთ ქირის გადახდის გამო კაბალურ პირობებში მუშაობა, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სუბსიდიას, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ. „მე და ჩემს თანაკურსელებს, მეგობრებს გვაქვს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პრობლემა, რათა მივიღოთ […]
„ყოველდღიურად დაახლოებით 10-11 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება ხდება“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება. „რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრს ვუმასპინძლეთ; მთავრობის მეთაურს რთველის მიმდინარეობის პროცესი გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი კეთდება და გაკეთდება მომავალშიც იმისათვის, რომ რთველი წარმატებულად ჩატარდეს, მევენახეებმა სრულად დააბინაონ მოსავალი და მიიღონ სათანადო შემოსავალი“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს; ახლა აქტიური ფაზაა […]