„სახლში რამდენჯერმე მიუვარდა“ – რას ჰყვება მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი ბრალდებულზე

მოკლული კესარია აბრამიძის მეგობარი, მისი ყოფილი პროდიუსერი იაკობ მამულია, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კესოს ბოლოს ორი დღის წინ ელაპარაკა. დროში სხვაობის გამო ხანგრძლივი საუბარი ვერ მოასწრეს, თუმცა იაკობ მამულია ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, რომ კესომ ურთიერთობა აღადგინა პარტნიორთან, რომელთანაც ძალადობისა და მუქარის გამო დაშორებული იყო. „ ვიცი, რომ [მკვლელობაში ბრალდებულმა] […]

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ყაზახეთის ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს ტიმურ სულეიმანოვს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საბანკო და საფინანსო სისტემების მდგრადობასა და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის აუცილებლობას, რომელიც შუა დერეფნის ქვეყნებს შორის ფინანსური […]

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ცნობით, ბრატისლავაში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ალექსანდრ შალენბერგს ვენაში შეხვდა. „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, „მშვიდობის ფორმულისა“ და პროგრამის „მარცვლეული უკრაინიდან“ განხორციელებაში ავსტრიის მხარდაჭერას ვაფასებ“, – წერს ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში. სიბიგამ აღნიშნა, რომ სლოვაკეთის დედაქალაქში ვიზიტის შემდეგ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიემგზავრებოდა. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა […]

“III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესში ოპტიმიზმი გაზრდილია” – BAG-ის ინდექსი

BAG-ისა და PMCG-ის კვარტალური ინდექსის თანახმად, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ბიზნესის განწყობა გაუმჯობესებულია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “საქართველოს ბიზნესი ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე საუბრობს. მისი თქმით, გაუმჯობესებულ განწყობაზე ივლისი-აგვისტოს პერიოდში კომპანიების აქტიურობამ მოახდინა გავლენა. “როდესაც განწყობის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება წინა კვარტალების შედეგები, ჩვენი ინდექსი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები რომ ნახოთ თვეების […]

“როცა პირველად მნახა, ეს მითხრა… სულ ჩამესმის მისი სიტყვები…” – მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება და წერს: არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა სრულიად არ ელოდები მსგავსი უბედურება დაგატყდება […]

“მიმიფურთხებია თქვენი ლეშისთვის… როგორ ბედავთ ღმერთის ხსენებას თქვე ბოროტ სულიანებო!” – კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი, მაია კაჭკაჭიშვილი, კესარია აბრამიძის მკვლელობაზე გამოხმაურების სქრინს აქვეყნებს და წერს: -რას გასწავლის უფალი? -სიყვარულს! ესაა მთელი არსი უფალში ! ღმერთი არის სიყვარული! ღმერთი არის თავისუფლება! თქვე საშიშო ფანატიკოსებო! ვისაც მართლა უნდა რომ სწამდეს ღმერთის და სიყვარულის თქვენს გამო ხდებიან ათეისტები თქვენთან საზიარო რწმენაც რომ არ ჰქონდეთ! ღმერთს არ უთქვამს შენთვის რომ უფლება გაქვს ვინმე […]

„ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს შეხვდა. ზაურ დარგალის განცხადებით, შეხვედრაზე ქალთა წინაშე არსებული საკითხები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. „ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან.საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა ჩართულობასა […]

რა არის კოქსართროზი და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – გიორგი ჯგუშია

რა არის კოქსართროზი, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება, ვინ მიეკუთვნება რისკ–ჯგუფში, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს? – ამ და სხვა კითხვებზე “ალიას“ უპასუხა, კლინიკა ნიუ–ჰოსპიტალსის ექიმმა, ორთოპედ–ტრავმატოლოგმა გიორგი ჯგუშიამ. გიორგი ჯგუშია საქართველოს ორთოპედიული ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და სპორტული მედიცინის ეროვნული ასოციაციის წევრი და თანადამფუძნებელია. – რა არის კოქსართროზი? – კოქსართროზი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი, ქრონიკული, პროგრესირებადი პროცესია და […]

სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად […]

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტის – „ანესი – შავიზღვისპირა ქვეყნები” – განვითარების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პროექტის – „ანესი – შავიზღვისპირა ქვეყნები” – განვითარების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმა“, სტუდია „კვალთან“ ერთად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, თბილისის მერიის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და „ანესის“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ბაზრობის (MIFA) მხარდაჭერით იწყებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტთან დაკავშირებულ ვორქშოპში მონაწილეობის […]