ჩვენ ვიცით რისთვისაც სჭირდება ეს გამოკითხვები უცხოელ აგენტების კლასტერს, რომ 27 ოქტომბერს ერთ ხმაში იკივლონ – “გაგვიყალბეს

ამ ფეიქ გამოკითხვით, რადიკალური ოპოზიცია ჯამში თურმე აგროვებს იმდენ პროცენტს, რომ იღებს უმრავლესობას, ისმის კითხვა: თუ ასეა, მაშინ რა საჭიროება არსებობდა გახარია-ხაზარაძის “ქორწინების”? ის საჭიროება, რომ ვერცერთი ვერ ახტება 5% ბარიერს. აი სწორედ ეს გახლავთ ერთ ერთი ლუსტრატორი იმისა, რომ კეზერას ამ “გამოკითხვებში” მოყვანილი ციფრები ფეიქია, ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Edison Research-ის კვლევის შედეგებს, […]

შენ, ვინც აცხადებ რომ აფხაზი და ოსი ხალხი მტერია, არ ხარ ქართველი – დავით ჩიხელიძე “ფორმულის” ჟურნალისტს

“არავის ისე არ უმტრია ქვეყნისთვის როგორც ნაცმოძრაობა მტრობს, მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არ არსებობს ეროვნული ინტერესები, მათი მამოძრავებელი ძალა ფული და ბატონების შეხედულებაა”– წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც “ფორმულას” ჟურნალისტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ აფხაზი და ოსი ხალხი მისთვის მტრები არიან. “კოლექტიური ნაც მოძრაობისთვის ყველა მტერია, ვინც ქვეყნის გაერთიანების იდეას გააჟღერებს. საქართველოს უამრავი შიდა […]

კვარიათის სანაპიროზე, სადაც მაქსიმუმ 30-მეტრიანი შენობის აშენება იყო დასაშვები, 70 მეტრის სიმაღლის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

კვარიათის სანაპიროზე, სადაც მაქსიმუმ 26-30-მეტრიანი შენობის აშენება იყო დასაშვები, 70 მეტრის სიმაღლის სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება – ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ პროექტის განხორციელებას შპს “ლიცი” გეგმავს და კომპანიამ პროექტის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია ბათუმის მერიას უკვე წარუდგინა. როგორც გამოცემა წერს, სასტუმროს აშენება კაფე “რაკუშკების” მიმდებარედ იგეგმება – საპროექტო ტერიტორია 2370 […]

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო თბილისშია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. ის ხვალ „მილანის“ მაისურით საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხზე იასპარეზებს. რივალდოს გარდა, შეხვედრაში „მილანის“ შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან კაკა, სერჟინიო, კაფუ, ზეედორფი და სხვები. ლეგენდების მატჩი 21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.

ქართულ ავიაციას უდგას უპრეცედენტოდ წარმატებული პერიოდი – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ ქართულ ავიაციაში უპრეცედენტოდ წარმატებული პერიოდია. ამის შესახებ მან აეროპორტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღნიშნა. როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქუთაისის აეროპორტში მცირე სატვირთო ტერმინალს აეროპორტების გაერთიანება თავად აშენებს. კომპლექსური ლოგისტიკურ ცენტრის საკითხი კი კერძო ბიზნესთან მოლაპარაკების საგანია. „[ქუთაისის აეროპორტში] ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტი აქტიურ ფაზაშია […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

ასეთივე სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და ქართულ საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ უწესებს “ხარებას”, ფარცხალაძეს და სხვებს და ქართული ბაკების დასანქცირება საქართველოს ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აშშ-ის მიერ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი […]

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

„ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – თავდასხმაში „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თეონა ქარდავა მონაწილეობდა, ხოლო მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი – დიმა გოგოხია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, […]

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

„ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის განცხადებით, კოალიცია „ძლიერ საქართველოსა” და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ შორის კონსულტაციებში ჩარევით პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნეიტრალიტეტი დაარღვია. ამასთან, როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა და მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. “16 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას პარტიებს არჩევნებისთვის გაერთიანებისკენ […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების განმარტებით, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ფარდულში ჰქონდა მოწყობილი. მათი ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, ცაცხვის სახეობის 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში ხორციელდება მაშინ, როცა გათბობის სეზონი იწყება და რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას. დავეხმარებით უკრაინას მის მამაცურ ძალისხმევაში. აქ ვარ, რათა განვიხილო ევროპის მხარდაჭერა ზამთრის მზადყოფნიდან თავდაცვამდე, „დიდი […]