“ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო გახდება” – კრიშტიანო რონალდო ლამინ იამალზე

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ამომავალ ვარსკვლავ ლამინ იამალზე ისაუბრა. “იამალში დიდ ნიჭს ვხედავ. ვიმედოვნებ, რომ მას მომავალში არანაირი პრობლემა არ ექნება და ვფიქრობ, რომ ის გახდება ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო”, – თქვა კრიშტიანომ თავის Youtube-არხზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იამალმა “ბარსელონას” ფორმით ჯამში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი […]
ბოკუჩავა: ჩვენი კარი ღიაა პარტია ახალისთვის და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიესალმება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელმაც გუშინდელ სასამართლო სხდომაზე კოალიცია ცვლილებისთვისს წინასაარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანება შესთავაზა. თინა ბოკუჩავას თქმით, მათი კარი ღიაა პარტია ახალისთვის (ნიკა გვარამია, ნიკა მელია) და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის (ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე). “ივანიშვილის მცდელობას, ქართველი ხალხი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობის და სიძულვილის […]
მე თუ არ მოვიგებ არჩევნებს, ამაში ნაწილობრივ დამნაშავე ებრაელი ხალხი იქნება – ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში თუ დამარცხდება ამაში დამნაშავეები ნაწილობრივ ებრაელი წარმოშობის ამერიკელი ამომრჩევლები იქნებიან. „მე თუ არ მოვიგებ ამ არჩევნებს, ებრაელი ხალხი ამაში ნაწილობრივ დამნაშავე იქნება, რადგან 60%-ი თუ ხმას აძლევს მტერს, ჩემი აზრით, ისრაელი ორ წელიწადში შეწყვეტს არსებობას“, – განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ ებრაელებში […]
დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა – მედია

“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია. ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი – ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებს. დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. […]
ტრაგედია თბილისში – 13 წლის მოზარდი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

ტრაგედია დატრიალდა თბილისში. დენის დარტმის შედეგაც 13 წლის მოზარდი დაიღუპა. უბედური შემთხვევა კვირას, მის სახლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გარაჟის თავზე ელექტრო ანკესს აწყობდა, რა დროსაც ანკესი ელექტრო სადენს შეეხო და დენი მოზარდზე გადავიდა. მან სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. ის მიღებული დაზიანებით რამდენიმე დღე კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილი მოზარდი ანდრია […]
ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ცემის ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც […]
სებ-მა [სანქციებზე] გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და რისკები ბანკებს გადაულოცა – ვიქტორ ყიფიანი

MKD იურიდიული ფირმის უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის ფინანსური სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და რისკები კომერციულ ბანკებს გადაულოცა. მან BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკები რთული დილემის წინაშე არიან, ვინაიდან თუ საერთაშორისო სანქციებს დაემორჩილებიან და მარეგულირებლის დათქმას უგულებელყოფენ, შესაძლოა სებ-თან და კლიენტთან მოუწიოთ დავა. „სანამ ამოქმედდებოდა ეროვნული ბანკის […]
გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მდგრადობის გასაძლიერებლად რუსეთის მადესტაბილიზებელი მოქმედებების ფონზე – EU

ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 16 წლის შემდეგ“. „2024 წლის 7 აგვისტოს გავიდა 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი რჩება ერთგული საქართველოში […]
გერმანიაში აღმოაჩინეს მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი პიესა. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს სააგენტო dpa-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C. სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადების პროცესში იპოვეს. სპეციალისტების ვარაუდით, პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მოცარტის […]
გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან
გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოყვანილ იქნას ხალხი, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს და მეორე ფრონტსაც გახსნიან გარედან შემხედვარისა და ნეიტრალური ადამიანისთვის არანორმალურია ის, რასაც ამერიკა დღეს აკეთებს. კვირაში 2 განცხადება მაინც კეთდება უმაღლესი ტრიბუნებიდან ან მოსმენა იმართება სენატსა თუ კონგრესში, ანაც რომელიმე კონგრესმენი და […]