რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ალსუ კურმაშევამ მიიღო პრესის თავისუფლების საერთაშორისო პრემია

რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, გამომძიებელი ჟურნალისტი ნიგერიდან სამირა საბუ, პალესტინელი ჟურნალისტი შრუკ ალ აილა და გვატემალელი ჟურნალისტი კუიმი დე ლეონი გახდნენ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრიზის, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს ლაურეატები. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებსაიტი იტყობინება. კურმაშევამ რუსეთის ციხეში 288 დღე გაატარა. მას ბრალი ედებოდა რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში. დევნის მიზეზი […]
“ამას ისევ კარტოფილისა და ხაჭაპურის დარიგება სჯობს” – ლევან ლორთქიფანიძე

პარტიებს შორის ბრძოლამ ყველაზე ცხელ ფაზაში გადაინაცვლა, წინასაარჩევნო კვლევები სოციალ-დემოკრატებსა და ულტრამემარჯვენეებს თითქმის თანაბარ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ. ევროპაში ჩვეულებრივი ამბავია პარტიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას პარტიული ლოგოთი აღბეჭდილი სამახსოვრო სუვენირების (ჭიქები, ბაფთები, გულსაბნევები, კანფეტები, ყვავილები, კონდომები) დარიგება. წლევანდელი საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა, ტრადიციულად, მიგრაციაა. თან რამდენიმე კვირის წინ ქ. ზოლინგენში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი, რომელიც მიგრაციის […]
პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა

პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა დანაშაულის ჩადენამდე, ერთ-ერთ მაღაზიაში „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა. ამასთან, უწყების განმარტებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა იმავე დღეს შეძენილი დანით აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა, ის ნათესავის ბინაში მივიდა, სისხლიანი მაისური გამოიცვალა და თბილისი დატოვა. გარდა ამისა, თავად როგორც პროკურატურა ბრალდებულზე დაყრდობით აცხადებს, კესარია აბრამიძე ჯაიანს […]
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, მუხიანის 4ბ მ/რ-სა და 1მ/რ-ის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას. ასევე ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე. „ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინტერესო საყოფაცხოვრებო საკითხების განხილვის შემდეგ, მოქალაქეებს მშვიდობის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ. ყველა ერთხმად თანხმდება – ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას ალტერნატივა არ […]
პირველად საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვა იგეგმება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საქპატენტის თავმჯდომარის, სოსო გიორგაძისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ხუბუას შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სწავლების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის დანერგვის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ „საქპატენტის” თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ჩიქოვანი და ასისტენტ-პროფესორი გვანცა გუგეშაშვილი. „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო […]
ირაკლი ქარსელაძე ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა

ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) განვითარების საკითხებზე, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ტრანსპორტის მინისტრების სამუშაო შეხვედრა (მინისტერიალი) გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის (The Hungarian Presidency of the Council of the EU 2024) ფარგლებში ჩატარდა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინისა და მოლდოვას ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის […]
მაკა ბოჭორიშვილი – გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება – ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ

გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება – ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ, – ასეთია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმოს. ბოჭორიშვილი აღნიშნულს „სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, […]
ევროკავშირის ელჩი – თუ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი, თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებით შეჩერება კი ერთ-ერთი მათგანია

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის – თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი […]
“ზუმერის” ბრუნვამ ₾500 მლნ-ს გადააჭარბა

2023 წელს ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “ზუმერის” ბრუნვამ ₾500 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით კვარაცხელიამ ისაუბრა. “გასული წელი ჩვენი კომპანიისთვის პიკური მაჩვენებლებით იყო გამორჩეული. გადავცდით ₾500-მილიონიან ბრუნვას და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი შენატანი ₾100 მილიონი იყო. კომპანია განვითარებას განაგრძობს”, – განაცხადა დავით კვარაცხელიამ. მისი თქმით, “ზუმერის” […]
საქართველოში „პროკრედიტ ბანკის“ ოპერირების 25-წლიანი ისტორია – ინტერვიუ ალექს მატუასთან

საერთაშორისო „პროკრედიტ ჯგუფის“ წევრი „პროკრედიტ ბანკი საქართველო“ დაარსების და მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ჯგუფს სათავეში გერმანიის მაინის ფრანკფურტში ბაზირებული „პროკრედიტ ჰოლდინგი“ უდგას, რომელიც სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე და რისკების მართვაზეა პასუხისმგებელი. „პროკრედიტ ჯგუფი“ გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს, რომლებიც დღეისთვის წარმატებით 12 ქვეყანაში, კერძოდ კი სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური […]