საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის ოქროს მედალი გადასცა. კერძოდ, უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორს, საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, 230-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 9 სამეცნიერო მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოს ავტორს, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს დავით ნატროშვილს უნივერსიტეტის წინაშე […]
ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გასცემს

ევროკავშირი უკრაინას 35 მილიარდი ევრომდე ოდენობის სესხს გადასცემს, რომელიც „დიდი შვიდეულის“ მიერ შეთანხმებული გეგმის ფარგლებში გამოიყოფა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ევროკომისია უკრაინას „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდ ევრომდე სესხს გადასცემს. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენაში“, – წერს უსრულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. […]
გახარიამ 3 პრინციპი დაასახელა – შესრულების შემთხვევაში ხაზარაძესთან თანამშრომლობაზე თანახმაა

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორი გახარია ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების პროცესს წერტილი თვითონ დაუსვა, მიზეზად კი მეორე მხარის მიერ კომპრომისებზე არწასვლა დაასახელა. გახარია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დაესრულებინა, როცა მისი თქმით, ნეიტრალურ პლატფორმაზე ვერ შეთანხმდნენ”. “ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება, შეცდომა იყო. თუმცა, […]
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბის შეძენას გეგმავს

“ლივერპულის” განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლიგა 1-ის კლუბ “ნანტის” შეძენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებს ტრენტის მამა მაიკლ არნოლდი აწარმოებს. გამოცემის ინფორმაციით, მამა-შვილი თავდაპირველად “სენტ ეტიენისა” და “ლე ავრის” ყიდვას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი “ნანტზე” შეაჩერეს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს “ნანტის” შესაძენად დაახლოებით 180 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ფრანგულ კლუბს 2007 […]
რუსთავის მერია 450 სპორტსმენისა და მწვრთნელისთვის, ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს

რუსთავის მერია, რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის, მაღალი ხარისხის ახალ სპორტულ ეკიპირებას შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსთავის მერიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულებას, ხელი ახალ სპორტის სასახლეში მოეწერა. რუსთავის მერიის სპორტის სამსახურს შპს „გაფა ბიზნესი“ იტალიური ბრენდის – „მაკრონის“ 450 წყვილი სპორტული სამოსით მოამარაგებს, რომელზეც მერიის ბრენდინგის ჯგუფის მიერ […]
შსს – გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა საქართველოს საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა, ის პოლიციის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სხვა სახელისა და გვარის გამოყენებას ცდილობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა. აღნიშნულის შესახებ დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, მსჯავრდებული საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოდიოდა. დარახველიძის თქმითვე, ხეჩუაშვილი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის მიზნით, საკუთარი […]
ნათია თურნავა ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელი ორგანოს (AFSA) აღმასრულებელ დირექტორს ნურხატ კუშიმოვს შეხვდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობასა და საფინანსო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველო აქტიურად ცდილობს რეგიონის […]
ტარიელ ნაკაიძე – ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია – ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს!

ტყუილია ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თანასწორობა უზრუნველყოფილია – ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს! – ასე გამოეხმაურა რუსთავში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის გამოსვლას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი ტარიელ ნაკაიძე. ნაკაიძის თქმით, „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში რელიგიური დისკრიმინაციის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც სამართლებრივი შედეგის გარეშე დასრულდა. ნაკაიძე იმასაც ამბობს, რომ […]
“მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა” – გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძესთან და “ძლიერ საქართველოსთან” მოლაპარაკების ჩაშლაზე ისაუბრა და თქვა: “ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოს სიების წარდგენამდე ერთი კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმაც, რა თქმა უნდა, არ იყო სწორი. მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც […]
3 პირობა გახარიასგან – “მეორე მხარის მიზანი არ იყო შეთანხმების მიღწევა… სიხარბე, შავი პიარი”

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ შეთანხმება არ იყო ძლიერი საქართველოს რეალური მიზანი და მიზანი იყო ის, თუ ვის დაბრალდებოდა ამ შეთანხმების ჩაშლა. მან ასევე, ხარბი უწოდა იმ გუნდს, ვისთან მოლაპარაკებაც ჰქონდა. თუმცა, მან მადლობა გადაუხადა როგორც პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს. “ჩემი მხრიდან ნეიტრალური პლატფორმის საკითხის დათმობამ მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც […]