გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული დ.ხ. უწყების ცნობით, ძებნილმა პირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით გადმოკვეთა. „2024 წლის 19 სექტემბერს თურქეთ – საქართველოს საზღვარზე, სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე დამონტაჟებული დაკვირვების ტექნიკური საშუალებებით დაფიქსირდა პიროვნება, რომელმაც უკანონოდ […]

ბჟანია აფხაზებს მოუწოდებს, ნეიტრალური პასპორტები არ აიღონ

აფხაზეთში გააქტიურებულ დისკუსიას ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. “საშიში ინიციატივაა ეს. როგორც ჩანს, ვიღაც უკვე მზადაა აფხაზეთის მოქალაქეებს შორის ასეთი პასპორტების მისაღებად და სურს, ჰქონდეს ნეიტრალური პასპორტი. ან პირობითად ნეიტრალური პასპორტი, რომლის იდეა საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის. ყოველივე ეს მათ პროგრამაზეა მიმართული – ჩართულობა თანამშრომლობის […]

დეპორტაციის და აგვისტოს ომის საქმეებზე რუსეთის დავალიანება 154 მლნ ევრომდე გაიზარდა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა იმსჯელა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ. კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“ I და II სახელმწიფოთაშორის დავებზე ევროპის ადამიანის უფლებათა გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. პირველი საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 10 000 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა; მეორე, აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს 129 […]

ავთენტიკური გაყინული ხინკლის წარმოება აშშ-ში – რას გეგმავს NAMU?

NAMU – ასე ეწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართველი სტარტაპერების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს ავთენტიკურ ქართულ ხინკალს გაყინული ფორმით სთავაზობს. “ნამუ” აშშ-ს ბაზარზე ერთი კვირის წინ გამოჩნდა და, როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლევან კახაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, მომხმარებელი მალევე დააინტერესა. ლევან კახაძე “ნამუს” შექმნის იდეაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი აშშ-ში როგორც ქართველი, ისე […]

“რას არ დათანხმდა ხაზარაძე? – თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული ლელოში” – გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე, განაცხადა: რას არ დათანხმდა ხაზარაძე?: ნეიტრალურ პლატფორმას. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული ლელოში, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო, არის შეუძლებელი. გადაწყვეტილებების პარიტეტულ სამართლიან პრინციპს, ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტები არიან, თუმცა, ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი. კოალიციის […]

გახარია ასახელებს 3 პირობას ხაზარაძესთან შეთანხმებისთვის

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ასახელებს სამ პრინციპს, რომელზეც მეორე მხარის დათანხმების შემთხვევაშიც მზად არის გაერთიანდეს ლელოს ირგვლივ შექმნილ კოალიცია “ძლიერ საქართველოსთან”. გახარიას თქმით, გაერთიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის ასე გვიან დაწყება შეცდომა იყო, თუმცა არც პრეზიდენტის შემოთავაზებაზე უარის თქმა იქნებოდა სწორი „მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. […]

გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებების განახლებისთვის სამ პრინციპს ასახელებს

საჯაროდ ვაცხადებ მოლაპარაკებებისთვის ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც მამუკა […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება – ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომელთა განხორციელებისას მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ისე პოლიტიკურად. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ტრადიციულად მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება – ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, რომელთა განხორციელებისას ორი ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთში ვიზიტის შედეგებს […]

დავით კოდუა – მოძალადე წითლიძე, სოდ-ის და კუდ-ის ყოფილ ზონდერებთან ერთად შეუვარდა დევნილებს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა – „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დღესაც 2012 წელია

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ დღესაც 2012 წელია, როცა ადამიანებს აშინებდნენ, ფიზიკურად ძალადობდნენ და აბულინგებდნენ, მაგრამ რეალურად გარეთ არის 2024 წელი, მათ არ გაუვათ ძველი მეთოდები. ყოველთვის მიიღებენ შესაბამის პასუხს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. როგორც დავით კოდუამ აღნიშნა, ის, […]

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელს შეხვდა, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა და ხაზარაძესთან ჩაშლილი მოლაპარაკებების საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ჯონი დიპიროს შეხვდა, რომელიც საქართველოში IRI-ის ხელმძღვანელია, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრა არა გუშინ, არამედ 3-4 დღის წინ შედგა და მოლაპარაკებების საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა. „თქვენ მინდა იცოდეთ, რომ ეს არ მომხდარა გუშინ, ეს იყო, დაახლოებით, 3-4 დღის წინ, როდესაც მე ჯონს შევხვდი. კი, ჩვენ […]