რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნებზე? – ნინო ენუქიძის განმარტება

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო პროცესების ფონზე, ბიზნესებისთვის კორპორაციული მდგრადობის მიზნების შესრულება პრიორიტეტული შეიძლება არ იყოს, რადგან ზოგიერთ სექტორში ეკონომიკური აქტივობები საერთოდ გაჩერებულია – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკა ” საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე” ფარგლებში, ნინო ენუქიძე, BTU-ს რექტორი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრი საუბრობს.

როგორია პროევროპული აქციის მონაწილეთა სისტემური წამების პრაქტიკა – კვლევის შედეგები

საქართველოში გამართული პროევროპული აქციების მონაწილეები სისტემური წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ობიექტები არიან. დემონსტრანტებზე ძალადობის ამგვარი პრაქტიკა არახალია და ის გვხვდებოდა 2020 წლის აქციების დროს ბელარუსშიც – ეს არის სამოქალაქო ორგანიზაციების ძირითადი მიგნება კვლევისა, რომლის ფარგლებშიც დემონსტრანტების დაზიანებები შეისწავლეს. ორგანიზაციებმა, გარდა უშუალოდ დემონსტრანტების მონაყოლისა, შეისწავლეს სასამართლო-სამედიცინო შეფასებები. სამედიცინო დასკვნები მოწმობს, რომ დემონსტრანტებს სამართალდამცველები ძირითადად თავისა და […]

ევროინტეგრაციის გარდა სხვა გზას და მომავალს ვერ ვხედავ – დავით ბარდაველიძე

GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაა. მან ამის შესახებ BMG-სთან განაცხადა. მან ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებისას იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი დასტაბილურდება. „ჩვენი ბიოგრაფიით, ცხოვრებით და ბიზნესით, მთლიანად ევროპასა და დასავლეთზე ვართ დამოკიდებული. იმედია, ყველაფერი დასტაბილურდება, სხვა გზა საქართველოს არ გააჩნია. რა თქმა უნდა, გაუარესება პირდაპირ ეგზისტენციალური დარტყმა იქნება. ამიტომ, უნდა […]

“ამ საქმეში კობახიძეც კი ყავთ ჩართული – სქემა ასე მუშაობს” – მერაბ მეტრეველი

როდესაც კობახიძე და მდინარაძე აქციების მონაწილეთა რაოდენობაზე სასაცილო ციფრებს ასახელებენ, მათი სამიზნე აუდიტორია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ. მათი სამიზნე მათივე ამომრჩეველია. ქოცური პროპაგანდა დღეს ერთადერთი რითიცაა დაკავებული, ეს არის საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება, რომ აქციებზე ცოტა ხალხი დადის, რადგან ეშინიათ მათ ამომრჩეველში შიში არ გაჩნდეს, მათი დამხობის შიში ეს აქვთ ქცეული მთავარ სტრატეგიად. ქოცები […]

ცესკოს განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე

ცესკო განცხადებას ავრცელებს: ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს, რომელიც, როგორც ჩანს, წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული დეზინფორმაციულიდა მანიპულაციური კამპანიის გაგრძელებას. განცხადებები, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არ შედგა, არის აბსოლუტურად უარგუმენტო და ახდენს ფაქტობრივი გარემოებების პოლიტიკურად მოტივირებულ იგნორირებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები […]

“44 მილიონი დოლარის ოქრო სპეციალურად ივანიშვილისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა” – რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკი “ქართუბანკის” ბროკერად იქცა. იგი მალავს იმ ფაქტს, რომ ნოემბრის თვეში მისგან ივანიშვილმა იყიდა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო. რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ( მისმა ბანკმა) ოქრო პირდაპირ საერთაშორისო ბაზარზე და რაში დასჭირდა შუამავლად ეროვნული ბანკი? იმიტომ, რომ ეს ოქრო სპეციალურად მისთვის შეიძინა ეროვნულმა ბანკმა, ჩამოტანილია თბილისში, ინახება ეროვნული ბანკის საცავში და დაზღვეულია დაყადაღებისაგან. […]

ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში, 25 წლის მიხეილ ქავთარაძის მკვლელობასა და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დავით გოგიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო. დაკავებულისთვის პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განმარტებით, დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების როგორ ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს. მისივე განმარტებით, დანაშაულის […]

თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები სუფთა ჰაერზე ვერ გადიან – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი იუწყება, რომ თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს სუფთა ჰაერზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვთ და, გარდა ამისა, შენობაში „გამოწვევაა სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა“. სახალხო დამცველის ფეისბუკზე 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, „თერჯოლამედის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი გათვლილია 18 საწოლზე და სრულად დატვირთულია. ცენტრის სრული დასახელებაა „იმერმედი – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში (თერჯოლამედი)“. არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. […]

საქმე გვაქვს ხალხთან, რომელსაც მხოლოდ ჯოხის ენა ესმის – სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მესვეურებს „მხოლოდ ჯოხის ენა“ ესმით. იგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტისგან და ოპოზიციისგან მათდამი „მოწოდებები“ არ ამართლებს და „პოლიტიკური ჯოხის ენით“ უნდა ესაუბრონ. „მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ, – ჩვენ საქმე გვაქვს იმ ხალხთან, იმ ბანდასთან, რომელსაც ესმის ერთადერთი ენა … ეს არის ჯოხის ენა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა […]

ნინი ვარდოსანიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს

ნინი ვარდოსანიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ისმის ბრალდებები ბულინგზე და აგრესიაზე, მაშინ, როცა ბულინგი მათი დამკვიდრებულია. იბრძვიან დემოკრატიის სახელით და ფეხქვეშ თელავენ ყველა განსხვავებულ აზრს სამართალდამცავს ნიღბიანს უწოდებენ, როგორც დამნაშავეს, მეორე მხრივ, თავად სახედაფარულები სჩადიან დანაშაულებრივ ქმედებებს. სამშობლოს ღალატზე გვესაუბრებიან, თავად კი სხვების დავალებებს ასრულებენ. იჭრებოდნენ ტელევიზიებში გუშინ, იჭრებიან ტელევიზიებში დღეს. გვახსოვს, კაბინეტებიდან გვიმახსოვრებდნენ, ახლა ოპოზიციის რიგებიდან […]