ნინო ლომჯარია – გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! – დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი, ისინი დარჩნენ მარტო!

გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! – დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი, ისინი დარჩნენ მარტო! – ამის შესახებ „ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები სისტემურად გააყალბა და „ახლა უწევთ ითამაშონ, თითქოს არჩევნები მოიგეს“. „ჩემი გზავნილი არის ეს – გაყალბება არ ნიშნავს გამარჯვებას! დღეს იკრიბება თვითგამოცხადებული პარლამენტი. ეს ადამიანები […]

შალვა პაპუაშვილი – ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე – იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს

ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყანაში პირველ სხდომაზე – იმისთვის, რომ არ იყოს ჩარევა შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს ზოგადი მიდგომა გვქონდეს პარლამენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მოიწვია მან პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მისი თქმით, „ეს დღე როგორც შეშვენის ჩვენს ქვეყანას, […]

ეკა გიგაური – ბიძინა ივანიშვილი ვერ მოდის პოლიციელების კორდონის გარეშე, არ შეუძლია, რომ ქუჩაში ჩვეულებრივად გაიაროს, იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რა ჩაიდინა – მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული

ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ერთადერთი ადამიანია, ვინც ეს პარლამენტი აირჩია – ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური – ამის შესახებ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს პარლამენტს შეკრების უფლება არ აქვს. „საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილი მოვა თუ არა, გაბედავს თუ არა აქ მოსვლას, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, როგორ მოდის. […]

რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, დაშავდა 6 ადამიანი

რუსებმა დღეს დილით ხარკოვს დაარტყეს, რამაც ქალაქის ცენტრში ხანძარი გამოიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. „ხარკოვში აფეთქება მოხდა. ფრთხილად იყავით! დარტყმა ქალაქის კიევსკის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარია“, – წერს მერი „ტელეგრამ“ არხზე.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს

პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს პრეზიდენტის არჩევის თარიღს ჩანიშნავს. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევნები და ინაუგურაცია მიმდინარე წელს უნდა გაიმართოს. “არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. იმისთვის, რომ პრეზიდენტი 5 წლის ვადით იყოს არჩეული, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებიც და ინაუგურაციაც ჩატარდეს ამ წელს”, – […]

პაპუაშვილი: ვხედავთ რა მძიმეა დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი NGO ავრცელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა, დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც, მისივე თქმით, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. “ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე დეზინფორმაციაა, რომელსაც ავრცელებს ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO, კერძოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელზეც მე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობ და ვაფრთხილებდი დონორებსაც, რომ მათ მიერ […]

TI: პარლამენტის სხდომის ჩატარება და დეპუტატებს უფლებამოსილების ცნობა კონსტიტუციის უხეში დარღვევაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ დღეს 25 ნომებერს, პარლამნეტის პირველი სხდომის ჩატარება და ადეპუტატების უფლბამოსილების ცნობა კონსტიტუციის დარღვევაა. ორგანიზაციის შეფასებით, ირღვევა პარლამენტის რეგლამენტიც. TI ჩამოთვლის იმ სამართლებრივ არგუმენტებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაგეგმილ აქტივობებს უკანონოს უწოდებს: · საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის პირველი სხდომა არ მოუწვევია. საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ

იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის წევრის დროებით მოწმობას აიღებენ და გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პირველ სხდომას – ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომისთვის წევრების რეგისტრაცია უკვე დაიწყო. „დაიწყო უკვე არჩეული პარლამენტის წევრების […]

შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიის მუშაობის შეზღუდვაზე – ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა – 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან

ეს ზომები იმისთვის არის მიღებული, რომ მოწესრიგებულად ჩატარდეს პირველი სხდომა – 2020 წლის პირველი სხდომა გახსოვთ, ამერიკის ელჩი კინაღამ მიაჭყლიტეს ჟურნალისტებმა კედელთან, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გატარებული ზომები მედიასაც აძლევს შესაძლებლობას, რომ […]

შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს – მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ, 26 ნოემბერს ჩანიშნავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს. „რაც შეეხება პრეზიდენტს არჩევას – პარლამენტი ხვალ უკვე ჩანიშნავს პრეზიდენტის არჩევის თარიღს. არის გარკვეული გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი 5 წლის ვადით. კონსტიტუცია რომ გაინტერესებთ ხოლმე. […]