ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა! – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,აუუუ მაგის დრო არაა ნანუკააა, რა დროს ეგაა. ხალხნო, თქვენ ხო არ ღადაობთ?! რა მაგის დრო არაა, ლიდერებო სად ხართ, რატომ ხართ, რატომ არ ხართ. ახლა არ დაიწყოთ რომ გეგმა ჩვენ ვართ და ბლა ბლა ბლა! არც სადღეგძელო პოსტები წეროთ აქ! მარაზმი!”
ფინეთში პილოტების გაფიცვის გამო დეკემბერში 300–მდე ფრენას გააუქმებენ

ფინური ავიაკომპანია Finnair-ის პილოტებმა დეკემბერში ორდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს, რაც 300-მდე ფრენის გაუქმებას გამოიწვევს. ამის შესახებ AFP იტყობინება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. პილოტთა კავშირი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებას კოლექტიური ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე და „ჩიხში შესვლის“ გამო გაფიცვა გადაწყვიტა. გაფიცვა 9 და 13 დეკემბერს იგეგმება. ამის გამო 300-მდე რეისი გაუქმდება, რაც 33 ათასი მგზავრის ბილეთებს შეეხება. […]
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პაატა კვიჟინაძე უხელმძღვანელებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი პაატა კვიჟინაძეს ჩააბარეს. კვიჟინაძე საკანონმდებლო ორგანოში მეოთხე მოწვევის დეპუტატია. მე-8 მოწვევის პარლამენტში ის ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. ის 2012-2016 წლებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. 2016-2020 წლებში, მე-9 მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი გახდა N53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. პაატა კვიჟინაძე მე-9 მოწვევის პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო […]
აგრარულ საკითხთა კომიტეტს გელა სამხარაული უხელმძღვანელებს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გელა სამხარაული დაამტკიცეს. გელა სამხარაული მე-8, მე-9, მე-10 და უკვე მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012-2016 წლებსა და 2016-2020 წლებში ის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ,,ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. წინა მოწვევის პარლამენტში გელა სამხარაული აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა. ასევე იყო დარგობრივი ეკონომიკისა […]
ხამენეი: ICC-ის მიერ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერები საკმარისი არ არის

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერები „საკმარისი არ არის“. ხამენეიმ ეს განცხადება გააკეთა მოხალისეთა კორპუსის შეხვედრაზე 25 ნოემბერს. მისი თქმით, ნეთანიაჰუ და გალანტი სიკვდილით უნდა დაისაჯონ. გასულ კვირაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქარიმ […]
რომელი ოპოზიციონერების პარლამენტში შეყვანას შეეცდება ივანიშვილი – რას ამბობს ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: ,,არც უნდობლობის გაღვივება მინდა და არც ნიჰილიზმის და აპათიის. მაგრამ, დებილი არავინ არ არის და ხალხი მშვენივრად გრძნობს, რა იქნება შემდეგი: ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში. სხვანაირად მთელი მისი “შრომა“, რაც გაყალბებისთვის დახარჯა ფუჭია. ფსონებს გაზრდის. საკმაოდ დიდ თანხებს შესთავაზებს ოპოზიციონერ ინდივიდებს. ყველას არა, სუსტ რგოლებს მოძებნის. ნაწილიც ეყოფა […]
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული შოთა ბერეკაშვილი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს. შოთა ბერეკაშვილი 2012-2024 წლებში კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენში“ მუშაობდა და იყო მისი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ,,ბიქეი ქონსთრაქშენი” არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო კომპანია საქართველოში. 2021-2024 წლებში შოთა ბერეკაშვილი საქმიანობდა კომპანია „ბიქეი ჰოლდინგში“. ის კომპანიის თანადამფუძნებელი და მმართველი […]
XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – გივი მიქანაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – […]
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონული დირექტორატი იუწყება. როგორც მესაზღვრეებმა განაცხადეს, 24 ნოემბერს, საღამოს, პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. გამშვები პუნქტი 23 ნოემბრის დილით გადაკეტეს. ბლოკადის თანაორგანიზატორის თქმით, ფერმერებმა პროტესტი ორი […]
,,სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან Gen Z ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ძალა ხდება’’- რა შეცვალა ახალმა თაობამ სამუშაო ბაზარზე

სამუშაო ბაზარზე Gen Z თაობის გამოჩენამ დამსაქმებლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალგაზრდები დღეს ცდილობენ, ისეთი სამსახურით დაკავდნენ, რომელიც მათ ცხოვრების სფეროებს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობას მისცემს. Gen Z თაობისთვის მხოლოდ მაღალი ანაზღაურება საკმარისი არ არის. ახალგაზრდები ცდილობენ, სამსახური სწავლას, პირად ცხოვრებას და განვითარებას შეუთავსონ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით დამსაქმებლები დღეს სხვა გამოწვევების წინაშე დგანან. HR hub-ის […]