პოლონელმა ფერმერებმა უკრაინასთან საზღვრის ბლოკირება შეწყვიტეს

პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკირება შეწყვიტეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დასავლეთის რეგიონული დირექტორატი იუწყება.
როგორც მესაზღვრეებმა განაცხადეს, 24 ნოემბერს, საღამოს, პოლონელმა ფერმერებმა მედიკა-შეგინის გამშვები პუნქტის ბლოკადა შეწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გამშვები პუნქტი 23 ნოემბრის დილით გადაკეტეს. ბლოკადის თანაორგანიზატორის თქმით, ფერმერებმა პროტესტი ორი მიზეზის გამო დაიწყეს. პირველი არის 2024 წელს სოფლის მეურნეობის გადასახადის დონის 2023 დონეზე შენარჩუნების მოთხოვნის შეუსრულებლობა და მეორე, ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის MERCOSUR-ის ქვეყნებს (ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს