“ჰიუმან რაითს ვოჩი”: ისრაელის იერიში, რომელმაც 3 ჟურნალისტი შეიწირა, დიდი ალბათობით, მიზანმიმართული იყო

ოქტომბერში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს, ლიბანში დაღუპული სამი ჟურნალისტისა და სხვათა დაჭრის ფაქტი, დიდი ალბათობით, იყო მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და აშკარა ომის დანაშაული – შეფასებას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოჩი” (Human Rights Watch) აკეთებს. დამოუკიდებელ გამოძიებაზე დაფუძნებული განცხადება, მათ ვებგვერდზე, დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა. ისრაელის სამხედრო უწყებას მასზე პასუხი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია. […]
სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საარჩევნო დარღვევებზე, რომლებიც ამ დრომდე არ გამოიძიეს – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და “სერიოზულ შეშფოთებას” გამოხატავს იმის გამო, რომ საარჩევნო დარღვევები “საფუძვლიანად და დამოუკიდებლად” არ გამოიძიეს. “დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში. ბრიტანეთის საელჩო, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის […]
სახალხო დამცველი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ეწვია და ადგილზე გაეცნო დაწესებულებაში განთავსებულ პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ფსიქიატრიული დაწესებულების გარე და შიდა ინფრასტრუქტურა, ეზო, სანიტარული კვანძები, ბენეფიციართა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე; ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას და თანამშრომლებს. „სტაციონარში ამ ეტაპზე 22 პაციენტია […]
Reuters – გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ აღმასრულებელმა კომიტეტმა ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. პარტიის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ოლაფ შოლცმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პუნქტების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ფრთხილი მხარდაჭერით მშვიდობის […]
სებ-მა ნოემბერში რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო

სებ-მა ნოემბერში რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია. „ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, – აღნიშნავენ სებ-ში. ამასთან, როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სებ-ში განუმარტეს, სავალუტო რეზერვების შევსების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით […]
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 გემს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა სანქციების ყველაზე დიდი პაკეტის შემოღება რუსეთის ეგრეთ წოდებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 გემის წინააღმდეგ – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციაში, იუწყება „ევროპეისკაია პრავდა“. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ხომალდი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ორშაბათს დაექვემდებარა გაერთიანებული სამეფოს სანქციებს. „დღეს სანქცირებული გემების ნახევარმა […]
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს ისრაელ-მოლდოველი რაბინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დაკავებულია ისრაელ-მოლდოველი რაბინის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი. რაბინი მოკლეს თავდასხმის შედეგად, რომელსაც ისრაელმა ანტისემიტური “ტერორისტული თავდასხმა” უწოდა. მსხვერპლი, რომლის გაუჩინარების შესახებ 22 ნოემბერს გამოაცხადეს, ამოცნობილი იქნა, როგორც ცვი კოგანი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობდა ორთოდოქსულ ებრაულ ჯგუფ “ხაბადში”, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში ჩასულ, ასევე იქ მცხოვრებ ებრაელებს. […]
ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანს ეხმიანება. „ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ არჩევანი ქართველი ხალხს ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და მორჩილებას შორის. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მზად იყვნენ ქვეყანა პოლიტიკურ […]
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ცესკოს სიის ჩახსნისთვის მიმართავს

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, კოალიციამ ცესკოს საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა. როგორც მან განაცხადა, ცესკოს პასუხის შემდეგ კოალიციის ის წევრები, რომლებიც გამსვლელ სიაში არიან, პარლამენტს ინდივიდუალურადაც მიმართავენ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. “ჩვენ ვიბრძვით, არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ და ეს პარლამენტი ვერ შედგება, თუ ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჯერ უნდა გაუქმდეს პარტიული სიები […]
ლუკაშენკო აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და სპა კომპლექსის აშენებას გეგმავს – ბელარუსი პოლიტოლოგი

ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის აფხაზეთში [დე ფაქტო] ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 300 ნომრისგან იქნება შემდგარი, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის აბაზანებით. ამის შესახებ ბელარუსმა პოლიტოლოგმა, დიმიტრი ბოლკუნეცმა განაცხადა ტელეგრამ არხზე “Абхазский новостной портал-ზე” დაყრდნობით, სადაც გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზი ოფიციალური პირების ოფისებშია ნაპოვნი. “გარდა ამისა, იგეგმება სამი რესტორნის, […]