ცხოვრება ომში

1000 დღეზე მეტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. უკრაინელები კი, ომის პირობებში ცხოვრებას აგრძელებენ და ამბობენ, რომ მუდმივ სტრესში ცხოვრების მიუხედავად, დანებებას არ აპირებენ.

პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და A დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფში ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 23 მარტს ჩატარდება – პირველ შეხვედრაში უკრაინელები ნომინალური მასპინძლები იქნებიან. ТаТоТаке-ს ცნობით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელიო შტაბი პრემიალური თანხით დაჯილდოვდებიან. თავიდან მათ 250 ათას ევროს დაჰპირდნენ, ტირანაში ალბანეთის 2:1 დამარცხების შემდეგ კი “პოლესეს” პრეზიდენტმა გენადი […]

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების – მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის

ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების – მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ „მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე“, არამედ მთავარი მოვალეობაა ახალი არჩევნებისთვის მომზადება. „საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური […]

პრეზიდენტი – დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია – ძალიან მეცოდებიან, მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით ეცოდება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან კონსტიტუცია, რომელიც „თავზე გადაიხიეს“, მისი დაწერილია. „მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა სტკიოდეს გული, რადგან დღეს […]

ცესკო: გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტს არჩევნების შედეგები წარუდგინა

ცესკო განცხადებას ავრცელებს: ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და სამანდატო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთგული რჩება […]

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის […]

,, ვნახავთ, ჩვენ გვყავდა ნამდვილად პროევროპელი მეხუთე პრეზიდენტი თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კაბაში” – ზვიად კუპრავა

ნაცმოძრაობის წევრი, ზვიად კუპრავა: ,,სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 21 დღე დარჩა. ამ დროში ვნახავთ, ჩვენ გვყავდა ნამდვილად პროევროპელი მეხუთე პრეზიდენტი თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი კაბაში.”

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისში ტაქსის 26 735 აქტიური ნებართვაა – რა ღირს ლიცენზია

2024 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, დედაქალაქში ტაქსის 26 735 აქტიური ნებართვა ფიქსირდებოდა. ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსი“ თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, აქტიური ნებართვებიდან 20 100 – A კატეგორიის ტაქსიზე მოდიოდა, ხოლო 6 636 – B კატეგორიის ნებართვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ B კატეგორიის ნებართვებიდან – 6 175 მიმდინარე წლის ათ თვეში გაიცა. A კატეგორიის ნებართვა უსასყიდლოდ 2023 […]

,, სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას“ – კოალიცია ,,ცვლილებებისთვის”

ოპოზიციის უარი მანდატებზე – სიების ჩახსნის მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოში ახალი განცხადებების გაგზავნის პროცესი მიმდინარეობს. “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელი ამ დროისთვის ცესკოში იმყოფება, რომელიც პროცედურულ საკითხებს გადის. თენგო თევზაძე ამბობს, რომ მათი კოალიცია სიტყვას ყოველთვის ასრულებს და არ აპირებს იმ ადამიანებთან თანამშრომლობას, რომლებმაც ქართველი ხალხის არჩევანი მიიტაცა. “ჩვენ ჩვენ სიტყვას ვასრულებთ და ვხსნით სიას“, – თქვა თევზაძემ.