დუბლინში უალკოჰოლო პაბმა გაყიდვაში ალკოჰოლი დააბრუნა

Board Café, უფასო სამაგიდო თამაშებითა და შთამბეჭდავი გამაგრილებელი სასმელების მენიუთი (50-100 ცალი) იძულებული გახდა, მეტი სტუმრის მოსაზიდად ალკოჰოლური სასმელები დაემატებინა თავისი ასორტიმენტისთვის – იუწყება Sunday World. დაწესებულება გასული წლის ბოლოს „მშრალი იანვრის“ წინა დღეს გაიხსნა (სოციალური აქცია Dry January). თავიდან ბიზნესი კარგად წარიმართა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ პაბის მფლობელებმა განაცხადეს, რომ სტუმრებს მაინც მიჰყიდიან დაბალალკოჰოლიან […]
„ამბობს, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია“ – ომბუდსმენი აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულზე

საქართველოს სახალხოს დამცველის აპარატის ცნობით, გუშინ, 24 ნოემბერს, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი ამბობს, რომ იგი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების მსხვერპლია. „25 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 24 ნოემბერს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირი მოინახულა. მოქალაქის განცხადებით, დაკავებისას მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს და იგი სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა […]
პროკურორმა ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა აშშ-ის ფედერალური ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს საქმის დახურვა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სთხოვა და მიზეზად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასახელა, […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნიდერლანდების სამეფოში მოქმედმა ქართულმა თეატრმა “ათინათი” გრანპრი მოიპოვა

ლიეტუვას ქალაქ ქაუნასში სამოყვარულო თეატრების მეცამეტე საერთაშორისო ფესტივალზე – “მასკარადას” – ნიდერლანდების სამეფოში მოქმედი, ქართველი ემიგრანტების თეატრი “ათინათის” სპექტაკლი “დარისპანის გასაჭირი” გრანპრის მფლობელი გახდა. თეატრის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ამავე დასის მსახიობ ნინო რუხაძეს გადასცა. თეატრ “ათინათის” ხელმძღვანელის, ნათია ახვლედიანის განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე ნიდერლანდებში მოქმედი ქართული დასის გარდა, სპექტაკლები ლიეტუველმა, პოლონელმა და […]
ბრაზილიაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში ავტობუსის კლდიდან გადავარდნის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოReuters-ი ბრაზილიის ალაგოასის შტატის ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალაგოასის შტატის გუბერნატორის, პაოლო დანტასის ცნობით, შემთხვევის შემდეგ 29 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა სიტუაციას აკვირდება და შტატის ხელისუფლების დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, […]
გოგლიჩიძე დაბრუნდა და შეუცვლელად ითამაშა – “ემპოლიმ” “უდინეზესთან” ქულები გაიყო

სერია A-ს მეცამეტე ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლები პირველ ტაიმში პიეტრო პელეგრიმ დააწინაურა, რომელმაც ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო მეტოქეთა კარის დალაშქვრა. საპასუხო გოლი კი კინან დევისმა გაიტანა. მასპინძელთა გუნდის მცველმა საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა, სასტარტოში იყო, უშეცდომოდ მოქმედებდა, მეორე ტაიმში ერთი პერიოდი ფეხს იტკიებდა, თუმცა არ შეუცვლიათ. მისი თამაში Flashscore-მ 6.9 […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ვაკიჯვრის საკალმახე“ წელს ნახევარფაბრიკატების წარმოებას გეგმავს – როდის გამოჩნდება პროდუქცია დახლებზე?

მეურნეობა „ვაკიჯვრის საკალმახე“, რომელიც ბაზარზე მრავალი წელია ოპერირებს, ნახევარფაბრიკატების წარმოების დაწყებას გეგმავს – ამის შესახებ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ერეკლე ჩხარტიშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა. მისი თქმით, საკალმახე გურიაში, ვაკიჯვარში მდებარეობს და მეურნეობა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო აშენებული, თუმცა მხოლოდ 3 აუზს მოიცავდა. 17 წლის წინ, ობიექტი კომპანია „ნიკორამ“ შეიძინა და დაახლოებით 2-ჯერ გააფართოვა. ამჟამად, „ვაკიჯვრის საკალმახე“ […]
ესპანეთიდან დელეგაცია ჩამოფრინდა…იკითხეს, გასამხედროებულ რეჟიმზე ხომ არ გადახვედითო – ბიზნესმენი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის აზრით, არცერთი რეპუტაციული, მსხვილი საინვესტიციო კომპანია ამ ქვეყანაში გრძელვადიან ინვესტიციებს არ ჩადებს. ამის შესახებ კახა ხაზარაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საინვესტიციო კლიმატზე მის გავლენაზე საუბრისას განაცხადა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ICR ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 250 მლნ ლარზე მეტი აქვს ინვესტირებული, მაგრამ როგორც კახა ხაზარაძე […]