თეთრმა სახლმა პირველად დაადასტურა ოფიციალურად, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმის ნებართვა მისცა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაუუქმა შეზღუდვა უკრაინას ამერიკული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენებაზე. ამის შესახებ თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 25 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ”სწორედ ახლა მათ [უკრაინელებს] აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ATACMS-ის რაკეტები თავდაცვის გადაუდებელი საჭიროებისთვის და ეს ხდება ახლა კურსკისა და კურსკის რეგიონის მახლობლად,” – […]
ბორელი: თუ პუტინი გაიმარჯვებს, ის გაატარებს იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ

ევროპა “ცეცხლის რკალში” – ამ სათაურით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აქვეყნებს ბლოგს, რომელშიც გეოპოლიტიკურ გარემოზე საუბრობს, მათ შორის რუსეთის ომზე უკრაინაში. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში ის ახსენებს საქართველოსაც. “არაერთხელ მითქვამს – რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ეგზისტენციალური საფრთხე ევროკავშირისთვის. თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ის აუცილებლად გაატარებს თავის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით […]
26 ნოემბრიდან ბრძანების გაუქმებამდე პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებისას ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეკრძალებათ, მათ შორის არ უშვებენ არც ონლაინ მედიებს. განცხადების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო […]
G7 ცდილობს სასამართლოს მიერ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის თემაზე ერთიანობა შეიმუშაოს

ეკონომიკურად მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები – “დიდი შვიდეული” ცდილობს ერთიანი პოზიცია შეიმუშაოს ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის საკითხის გარშემო, – განაცხადა 25 ნოემბერს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ. “დიდი შვიდეულის” ორდღიანი შეხვედრა იტალიაში, ქალაქ ფიუჯიში მიმდინარეობს. „ამ საკითხში ერთიანობა გვჭირდება,“ თქვა ტაიანიმ შვიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი […]
დე ბრუინს შეიძლება “სიტის” დატოვება მოუწიოს

ბელგიის ნაკრების 33 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შეიძლება “მანჩესტერ სიტი” დატოვოს. დე ბრუინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ კლუბი კონტრაქტის გაგრძელებაზე არ დალაპარაკებია და თუ არაფერი შეიცვალა, მანჩესტერულ გუნდს დაემშვიდობება. კევინი “სიტიში” 2015 წლიდან თამაშობს, ამ პერიოდში კლუბში ყველა ტურნირზე 391 მატჩში 103 გოლი გაიტანა და 171 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხელშეკრულება კი 2025 […]
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი – ახლა რუსები ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენენ, როგორც 2022 წლის თებერვალში, მოსამზადებლად გარკვეული დრო გვაქვს

ახლა რუსები ისეთ საფრთხეს არ წარმოადგენენ როგორც 2022 წლის თებერვალში, ამიტომ, მოსამზადებლად გარკვეული დრო გვაქვს , – ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა. რობ ბაუერის თქმით, ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს იყო, თუმცა “ხარისხი“ დაეცა. „აღნიშნული ძალების ხარისხი დაეცა“, – […]
პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს
პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს საკუთარ ქვეყანაზე ეკონომიკური დარტყმებისკენ, ეს ადამიანი გაყინულ სახეს ახსენებს თუ მისალმების ფორმაზე გააკეთებს აპელირებას, მნიშვნელობა აღარ აქვს არჩევნები არ გაყალბებულა, საგარეო კურსი არ იცვლება, მმართველობა არის კოლექტიური, კოლეგიალური და ამასთან დაკავშირებით არანაირი სხვა აზრი არ აქვს მილიონ ორასი ათასზე მეტ ადამიანს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ […]
ევროპელთა 90%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ მათმა ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირება უნდა მოახდინონ

ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ახალი კვლევის თანახმად, ევროპელთა დიდი უმრავლესობისთვის კლიმატის ცვლილება არის პრობლემა, რომელიც ქვეყნების მიერ ეროვნულ დონეზე გადასაწყვეტი პრობლემების ჩამონათვალში, მნიშვნელობით მხოლოდ ცხოვრების ღირებულებას ჩამორჩება. „ევროპულსი“ წერს, რომ ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის სამმა მეოთხედმა (72%) იცის, რომ მათ მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა კლიმატის ცვლილების გამო და 90%-ზე მეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ადაპტირება მათმა ქვეყანამაც […]
შსს ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის – რამდენი დაიხარჯება?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიან ეროვნულ დნმ-ის მონაცემთა ბაზას ქმნის. გამარტივებული შესყიდვის ღირებულება 17 745 000 ლარს შეადგენს. უწყება აღნიშნული თანხით ბაზის შესაქმნელად საჭირო ელექტრონულ მასკანირებელ მიკროსკოპს, დნმ ლაბორატორიის რეაგენტებსა და სახარჯ მასალებს ყიდულობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დნმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა სისხლის სამართლის პროცესში და დნმ ექსპერტიზა, მიჩნეულია ყველაზე ზუსტ და ეფექტურ მეთოდად დანაშაულში მონაწილე პირ(ებ)ის ვინაობის […]
მარანი „ბიმბილი“ შუშხუნა ღვინის წარმოებას იწყებს

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე მარანი „ბიმბილი“ შუშხუნა ღვინის წარმოებას იწყებს – ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ვლადიმერ გურგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ „ბიმბილი“ რაჭაში გურგენიძეების საოჯახო მეურნეობაა. 2019 წელს მამულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმო აშენდა, რომელშიც მეღვინეობის უახლესი ევროპული აღჭურვილობა დამონტაჟდა. პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ მარანს და ქვევრებს. ხოლო 2020 წლიდან, მარნის მიერ წარმოებული ღვინო […]