მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ

ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სურს აჯანყება, გადატრიალება და ომი და ამას აღარც ფარავენ. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც, საბედნიეროდ, ვერც ერთს ახერხებენ, ვერც მეორეს და ვერც მესამეს და […]
ვახტანგ გომელაური – გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა

სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს […]
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, მაგრამ წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ჯარებს არ ვგზავნით, მაგრამ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ვაგრძელებთ და ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ეს აუცილებელი და საჭირო იქნება“, […]
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა – გაძვირდება თუ არა პურპროდუქტები საქართველოში?

მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მიწოდების შეფერხებამ მარცვლეულზე ფასის მატება გამოიწვია. ერთ ტონაზე გაძვირება 3-4 დოლარს შეადგენს. გაძვირება ლოგისტიკურმა პრობლემებმა განაპირობა, რადგან შავ ზღვაში გემებით გადაზიდვები შეფერხდა. რა გავლენას მოახდენს ხორბალზე ფასის მატება და აისახება თუ არა ეს საქართველოში წარმოებულ პურპროდუქტებზე? კითხვით ,,კომერსანტმა’’ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარეს მიმართა. მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პურპროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ […]
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზა გაფართოვდა და საყრდენი კედელი მოეწყო – თბილისის მერია

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული ჭავჭავაძის ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი […]
ალეკო ელისაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე – ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ პარლამენტის დარბაზში თავისი მოსიარულე სათამაშოები შეაგროვა, ზოგი ხელზე ეამბორებოდა, ზოგი ყურის ბიბილოზე – ჩვენ ამ მაიმუნობაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის დასტურად, „სიებს ხსნის“. „ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ იმ მაიმუნობაში მონაწილეობას, რაც გუშინ […]
ვახტანგ გომელაური – პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება

პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო […]
კახა კალაძე – რატომ უნდა დამიწესონ სანქციები? არჩევნების რომელ გაყალბებაზე საუბრობთ? – ეს არის სიცრუე და ცილისწამება

სანქციები რატომ უნდა დამიწესონ? ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, ეს კარგად უნდა შეიგნოთ და შევიდეს თქვენს ტვინებში, თუ ტვინები გაქვთ – ჩვენ ასეთი რეზოლუციები ბევრი გვინახავს და ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროპარლამენტში დარეგისტრირებულ 2 რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი შეფასებით, კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა რეზოლუციის მიღებისთვის გარკვეულ […]
გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გლდანში, 80 წლამდე ქალის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობის მოტივი სავარაუდოდ, ყაჩაღობაა. მათივე თქმით, ქალს თავი გატეხილი და სახეზე დაზიანებები ჰქონდა. მეზობლების თქმითვე, მოხუცი ქალი მარტო ცხოვრობდა, რამდენიმე ჯიხური გაქირავებული ჰქონდა და თავადაც, სახლიდან სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელს ჰყიდდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ჰყვება, ისინი ქირის მისაცემად აღნიშნულ […]
დიმიტრი მედვედევი – უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმის ტოლფასი იქნება

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების შესაბამისად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა რუსეთის ფედერაციაზე განხორციელებული თავდასხმის ტოლფასი იქნება. მედვედევმა შესაბამისი განცხადება „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა. „კიევის რეჟიმისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს რუსეთთან ბირთვული კონფლიქტისთვის მომზადებად. ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების მე-19 პუნქტის შესაბამისად, ასეთი იარაღის ფაქტობრივი […]