ვახტანგ გომელაური – მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, წლების განმავლობაში უწყების მიერ მიღწეული წარმატებები, სწორედ პოლიციელების შრომის შედეგია. „დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებები არის ამ […]
ქართული კომპანიები საკვები ინგრედიენტების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში „Food Ingredients Europe“ მონაწილეობდნენ

“აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები ინგრედიენტების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში „Food Ingredients Europe“ მონაწილეობდნენ. ქართულმა კომპანიებმა გამოფენაზე წარმოადგინეს მაღალი ხარისხის თაფლი, თხილი, ნუში, მიწის თხილის კარაქი და სხვა უნიკალური პროდუქტები: Snacky – Peanut Butter • სნექი – არაქისის კარაქი; Lamaria; Bio Almond Georgia; GPR Hezelnut; Georgian Walnut Enterprise; „Food Ingredients Europe“-ს ყოველწლიურად 25 000-ზე მეტი […]
„ძლიერი საქართველო“ ცესკოს ოფიციალურად მიმართავს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით

კოალიცია “ძლიერი საქართველო, რომელიც ოთხ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართავს საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით, ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ლევან ცუცქირიძემ, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს 26 ნოემბერს. ამასთან, ისინი “სახალხო პარლამენტის” გარშემო კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავენ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს. “ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, […]
მაკა ბოჭორიშვილი – საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას – გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობები

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მხარდაჭერის გაძლიერებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა აშშ-სთან მიიღწეს ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა […]
სალომე სამადაშვილი – დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი

იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევიდეს და კიდევ უფრო გაფუჭდეს, უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ალბათ, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, მაკა ბოჭორიშვილის წარდგენას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „რეჟიმს […]
ვახტანგ გომელაური – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების მიზნით განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე, გრძელდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება

ბოლო წლებში, თანამედროვე სტანდარტების სახანძრო-სამაშველო ობიექტები აშენდა სხვადასხვა რეგიონში, სახანძრო-სამაშველო სამსახური აღიჭურვა უახლესი სპეც-ავტოტექნიკით, სამსახურს დაემატა სხვადასხვა დანიშნულებისა და მოდიფიკაციის სატრანსპორტო საშუალებები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების მიზნით, განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე […]
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, მაგრამ წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ჯარისკაცებს არ გაგზავნის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ჯარებს არ ვგზავნით, მაგრამ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას წვრთნებითა და სამხედრო დახმარებით ვაგრძელებთ და ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამას იქამდე გავაგრძელებთ, სანამ ეს აუცილებელი და საჭირო იქნება“, […]
ვახტანგ გომელაური – ჩვენ მუდამ ვზრუნავთ პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესებაზე – 2020-2024 წლებში, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლების ხელფასი სულ მცირე 58-60% ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მნიშვნელოვნად განვითარდა და განახლდა საპოლიციო ინფრასტრუქტურა. ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, პოლიციის ათობით ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა. გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება, სხვადასხვა დანაყოფების გადაიარაღება და აღჭურვილობის განახლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება პოლიციის […]
სალომე სამადაშვილი – პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება

პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევს არალეგიტიმური ორგანო, ლეგიტიმაცია არ ექნება – ბიძინა ივანიშვილის პირადი, კერძო ზოოპარკიდან რომელიმე ცხოველი რომ გამოიყვანონ, დააყენონ, კენჭი იყაროს და აირჩიოს ივანიშვილის არალეგიტიმურმა, ამ რაღაცა თავყრილობამ, არანაირი განსხვავება არ იქნება ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა „კონსტიტუციური ჩარჩოებიდანაა გასული“. „მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება […]
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ

ჯაშუშებმა სცადეს, საკუთარი უსუსურობა ხალხს გადააბრალონ, ოღონდ აჯანყებისკენ მოწოდებით – მათი გეგმაა, რომ გეგმა იქნება ხვალ ან ზეგ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სურს აჯანყება, გადატრიალება და ომი და ამას აღარც ფარავენ. „ეს ის შემთხვევაა, როდესაც, საბედნიეროდ, ვერც ერთს ახერხებენ, ვერც მეორეს და ვერც მესამეს და […]