„ექსპო ჯორჯიაში“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

„ექსპო ჯორჯიაში“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრში – „ექსპო ჯორჯია“, თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 ჩატარდება. გამოფენის მხარდამჭერები არიან ასევე USAID Agricultural Trade Diversification Program, FAO გაეროს სოფლის მეურნეობის […]
“Euronews-ხარიხიანი თოვლი, იაფი სერვისი, რატომ უნდა ვისრიალოთ ამ ზამთარს საქართველოში“

Euronews-ი საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს. Euronews-ის ჟურნალისტის კრეიგ სოერსის თქმით, საქართველო თანამედროვე კურორტებითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. „2015 წელს ტეილორ ფერგიუსონი პირველად ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით, მაგრამ მალე გეგმები შეცვალა და ახლა უკვე გუდაურში მე-10 სეზონისთვის ემზადება. აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ალპებივით ხარისხიანად შეიძლება სრიალი და ალპებზე […]
რვადღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვეს ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ

ისაკო დევიძემ და დავით წოწორიამ რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ ზაჰესის იზოლატორი 27 ნოემბერს, დილის 7 საათზე დატოვეს. ისინი 19 ნოემბერს მელიქიშვილზე, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ისაკო დევიძემ იზოლატორში რვა დღე იშიმშილა: “აქციისას დამაკავეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე. პროტესტის ნიშნად, დანარჩენი დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, გაყალბებული არჩევნების პროტესტის ნიშნად გამოვაცხადე შიმშილობა. ქართული სასამართლო სისტემა არ […]
მიხეილ ყაველაშვილი – ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა – ყველაფერს გავაკეთებ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის

ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება გაერთიანდეს. „საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ […]
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან, რომ ქვეყანაში რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გამძაფრდეს – ჩემი მისია იქნება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ

ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან“. „ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად […]
„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზადყოფნას აცხადებს

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზად არის, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა. „ჩვენ ეგვიპტეში, კატარსა და თურქეთში შუამავლებს ვაცნობეთ, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ტყვეების გაცვლის სერიოზული შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, „ჰამასი“ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება. შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ […]
მიხეილ ყაველაშვილი – მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ – გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია შეურაცხყო

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის – გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის ამაყი და ბედნიერია, რომ „ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის […]
ბიძინა ივანიშვილი – მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება – დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას

მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება – დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 29 დეკემბრიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის “მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში […]
Euronews საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს

Euronews საქართველოს შესახებ, ვებგვერდზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მკითხველს საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობას ურჩევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც Euronews-ის ჟურნალისტი კრეიგ სოერსი აცხადებს, საქართველო თანამედროვე კურორტებითა და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. „2015 წელს ტეილორ ფერგიუსონი პირველად ეწვია საქართველოს რამდენიმე დღით, მაგრამ მალე გეგმები შეცვალა და ახლა უკვე გუდაურში მე-10 სეზონისთვის ემზადება. აღმოვაჩინე, […]
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, 09:00 საათიდან, პარლამენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმოდგენილი უნდა იყვნენ პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრი და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ, პროპორციულობის თანაფარდობით, დასახელებული საკრებულოების წევრები. კონსტიტუციის შესაბამისად, იმისთვის, […]