„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზადყოფნას აცხადებს

„ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზად არის, – ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.
„ჩვენ ეგვიპტეში, კატარსა და თურქეთში შუამავლებს ვაცნობეთ, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და ტყვეების გაცვლის სერიოზული შეთანხმებისთვის მზად არის“, – განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, „ჰამასი“ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას მიესალმება.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა