ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. E-Gate არის ჩასხდომის ავტომატიზირებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი […]
“ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს რეზიდენციიდან! ჩვენ ის უნდა დაგიცვათ!” – ტაბლიაშვილი

ჩვენ ვერ ვანთებთ ცეცხლს! არადა, ეს აუცილებელია! ახლა გადასულები ვართ ერთმანეთისათვის დაბრალება-გადაბრალებაზე! ეს დამღუპველია! ამასობაში, ივანიშვილი რუსი გვაკუკავს თავზე! გვაჯვამს! ახლა გეტყვით, რაც უნდა ვქნათ! 1. პრეზიდენტი ზურაბიშვილი არ უნდა გამოვიდეს რეზიდენციიდან! ჩვენ ის უნდა დაგიცვათ! 2. უნდა გადავკეტოთ: >> გმირთა მოედანი >> აეროპორტის გზატკეცილი >> ჭავჭავაძის გამზირი >> რუსთაველის გამზირი >> ბარათაშვილის ხიდი 3. […]
“ამას თავზე დასაქმება ქვია” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ქართული ოცნების მიერ, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება და წერს: მაპატიეთ, მაგრამ ამას თავზე დასაქმება ქვია…
ილია სეთურის დაჯარიმებას სასამართლოში პროტესტი მოჰყვა – აქტივისტებს სასამართლოს ეზო დაატოვებინეს

500 ლარით დააჯარიმეს, პარლამენტის ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით10 ნოემბრის გამართული საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილე, ილია სეთური. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროს გადაკეტვის გამო დაიწყო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა, სხდომა ერთს საათს გაგრძელდა. შსს-ს იურისტებმა სასამართლოს მტკიცებულებად სამი ვიდეო წარუდგინა, რომლებიც ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდანაა მოჭრილი. ამ ვიდეოში ისმის ჟურნალისტი ხმა, რომ აქციის […]
დავით სონღულაშვილი – გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს

გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი […]
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. რამდენიმე წუთის წინ, სამოქალაქო აქტივისტები აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდნენ. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი აცხადებს, მათ სასამართლოში ბანერები და რუპორი აქვთ მოტანილი, მანდატურის სამსახურმა კი მათი გამოყენების უფლება არ მისცა. „რუპორი ავიღე, ვეცადე, რომ ჩამერთო, მაგრამ მომცვივდნენ მანდატურები და მითხრეს, რუპორის ჩართვის და აქ შემოტანის უფლება არ გაქვთო. […]
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელმა ლიბანს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს

ისრაელმა ლიბანს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „საერთაშორისო თანამეგობრობამ ისრაელზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს და ლიბანს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს“, – ნათქვამია განცხადებაში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლიბანის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ღაზაშიც მალე უნდა გამოცხადდეს. შეგახსენებთ, ისრაელსა და […]
მამუკა მდინარაძე – ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია

ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას, ევროპარლამენტში ვიზიტს. მისი თქმით, „ნიკა გვარამიამ ვერ მოითმინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა.“ „ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა […]
გენო პეტრიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე – ხომ არ აჯობებდა, უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის?!

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი ინიციატივით მან კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიმართა და აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა დიდი შრომა გაწია სპორტის განვითარებისთვის. „მოგესალმებით, ახლა უკვე როგორც თქვენი კოლეგა. მინდა, თითოეულ თქვენგანს, მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისა და ღვაწლისთვის, რასაც ქართული სპორტის განვითარებისთვის […]
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება

„რამე აქციები ხომ არ არის, დიპლომები გამოგვიჩინოსო?“, – ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილის, პრეზიდენტობის კანდიდატის განათლების შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი სიტყვებით, „სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება“: “პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში […]