თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ისრაელმა ლიბანს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს

ისრაელმა ლიბანს მიყენებული ზარალი უნდა აუნაზღაუროს, – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.­
„საერთაშორისო თანამეგობრობამ ისრაელზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა მან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები სრულად შეასრულოს და ლიბანს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლიბანის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ღაზაშიც მალე უნდა გამოცხადდეს.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით, 04:00 საათიდან ძალაში შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”