მიხეილ სარჯველაძე – შევეცდებით, გავზარდოთ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა – ამავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის მიწოდების შესაძლებლობა

მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან […]

ნინო ლომჯარია – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ არჩევნები გაყალბდა – ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ისინი არიან გამომძიებლები

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, მან საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება გადასცა. თუმცა, ყოფილ სახალხო დამცველს განცდა აქვს, რომ „ის არის გამომძიებელი და მას სთხოვენ, დაუმტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა“. „თავისუფალი თხრობით დაიწყო ჩვენების მიცემა, […]

ლევან დავითაშვილი – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, სააგენტო […]

1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო რთულდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მომავალი, 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 500 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება. გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 ნოემბერს მიიღო. „სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია […]

მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი, პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს

მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი, პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, ყაველაშვილი სამშობლოზე შეყვარებული ღირსეული ქართველია, რომელიც შესანიშნავად წარმოაჩენს საქართველოს და ქართველ ხალხს. “მიხეილ […]

„მთავარ აქცენტს გავაკეთებთ სამართლიან, ხარისხიან და საყოველთაოდ ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე“ – მიხეილ სარჯველაძე

„მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით, 4-ჯერ არის გაზრდილი ჯანდაცვის დანახარჯები. ეს კოლოსალური მხარდაჭერაა, რომელსაც სახელმწიფო თითოეული პაციენტის დასახმარებლად იჩენს“, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტში, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები მუდმივად მზარდი იქნება და ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, […]

„საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო“ – დავით სონღულაშვილი

„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაიზარდოს ქვეყნის როლი და გავლენა გლობალურ ასპარეზზე, რათა საქართველო იყოს ღირსეული და სანდო პარტნიორი სხვადასხვა ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. მიზნის მისაღწევად კი, აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება. საქართველო ჩამოყალიბდება როგორც ეკონომიკურად ძლიერი, ინფრასტრუქტურულად განვითარებული ევროპული სახელმწიფო, რომელიც გააერთიანებს და გამოიყენებს არსებულ პოტენციალს, ყველა შესაძლებლობას და საერთაშორისო ურთიერთობებს, […]

თინა ბოკუჩავა – რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს მიხეილ ყაველაშვილი

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი „შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“. „ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად […]

თინა ბოკუჩავა – ხვალ, ევროპარლამენტში რეზოლუციას მიიღებენ, რომელიც იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია

ხვალ, ევროპარლამენტში მნიშვნელოვან რეზოლუციას მიიღებენ, სადაც საუბარი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე – როგორც უკვე ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს რეზოლუცია, იქნება ერთგვარი წითელი ხაზი, რომლის იქითაც შეუძლებელია „ქართულ ოცნებასა“ და ევროკავშირს შორის ურთიერთობის აღდგენა, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, „საქართველოს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანა, მხოლოდ და მხოლოდ, ხელახალი არჩევნებით შეგვიძლია“. „ვაგრძელებთ შეხვედრებს […]

განათლების მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რატომ მოხდა ქართულის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღება, ისტორიის საგანზე კი ამტკიცებს, რომ “არც ერთი ის საკითხი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ”, არ ამოუღიათ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღების გადაწყვეტილებას განმარტავს. როგორც წულაძემ პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოცდებზე მოხვდება მხოლოდ ის ნაწარმოები, რომელიც სასწავლო პროგრამებში სავალდებულოა, აღნიშნული ნაწარმოებები კი სასწავლო პროგრამაში არასავალდებულოა. ამასთან, მინისტრობის კანდიდატს აქვს ინიციატივა, რომ ქართული […]