,,10 წელია გაზი არ შემოუყვანიათ სოფელში’’ – უგაზობა სოფელი გორდში ჩირის ბიზნესს აზარალებს

იმერეთის სოფელ გორდის მკვიდრი გია ღაჭავა თითქმის 10 წელია ხილს იბარებს და მისგან სხვადასხვა პროდუქტს ქმნის. ბიზნესმენი ხილისგან ჩირებს, ტყლაპებსა და კანფეტებს ამზადებს. საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და კომპანია ,,გორდული’’ დააარსა. ხილს სპეციალურ საშრობში აშრობს და ჩირებს ამზადებს. თუმცა ბიზნესმენს საქმის გაფართოება სურს. რამდენიმე წელია აშენებს საწარმოს, რომლის დასრულებასაც ამ ზამთარში გეგმავს. ,,ჯერჯერობით მცირე საწარმო […]

სკოლაში შესვლას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებათ – წულაძე

2025 წლის სექტემბერში, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებსაც, რომელსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ. ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტში, ნდობის გამოცხადებამდე, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. “ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოსწავლეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, მშობლების სურვილის შემთხვევაში, 2025-2026 სასწავლო წელს შეეძლებათ […]

რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირება დაპაუზდა – აფხაზეთში ბჟანიას შემცვლელის ასარჩევად ემზადებიან

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი აფხაზეთმა მეხუთე [დე ფაქტო – რედ.] პრეზიდენტიც გადააყენა. როგორ მოხდა ეს და რისკენ მივყავართ ამ ფაქტს ასლან ბჟანია მეხუთე პრეზიდენტიც [დე ფაქტო – რედ.] იყო, ერთ-ერთი, ვისაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა არ დაუსრულებია. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბა ავადმყოფობის გამო მეორე ვადის განმავლობაში იძულებული გახდა, დაეტოვებინა თანამდებობა. მეორე პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში მოსკოვის […]

მილან შკრინიარი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს

Foot Mercato-ს ინფორმაციით, პსჟ-ის 29 წლის მცველი მილანი შკრინიარი სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. სლოვაკი ფეხბურთელის დამატებით ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულადაა დაინტერესებული. “ბიანკონერის” ხელმძღვანელობა შკრინიარს ტრავმირებული ბრემერის შემცვლელად განიხილავს და ამიტომაც არაერთ კომპრომისზე მზაობას გამოთქვამს. სავარაუდოდ, პარიზელები სლოვაკი ფეხბურთელის სანაცვლოდ დიდ თანხას მოითხოვენ და “ვეკია სინიორას” ტრანსფერში სხვა ფეხბურთელების ჩართვაც მოუწევს. შეგახსენებთ, რომ შკრინიარი პსჟ-ში გადასვლამდე სერია […]

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი – სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის „პრიმოს“ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი – სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა. ეს დაზღვევა სპეციალურად პრიმო მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს. მათი ცნობით, სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით როგორებიცაა, დაფარვის მაქსიმალური ლიმიტი – 300 000 ლარი, არასრულწლოვანი […]

ლევან დავითაშვილი – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, სააგენტო […]

ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, ზრდის დინამიკა და მნიშვნელოვანი რეფორმების და პროექტების მიმდინარეობა გააცნო

ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრებს ქვეყნის მთავარი ეკონომიკური ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „2025–2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ იმსჯელეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი […]

ნინო ლომჯარია – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მე ვარ გამომძიებელი და მთხოვენ დავუმტკიცო, რომ არჩევნები გაყალბდა – ამ დროს პირიქით უნდა იყოს, ისინი არიან გამომძიებლები

სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა დასრულდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ლომჯარიამ განაცხადა, მან საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება გადასცა. თუმცა, ყოფილ სახალხო დამცველს განცდა აქვს, რომ „ის არის გამომძიებელი და მას სთხოვენ, დაუმტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა“. „თავისუფალი თხრობით დაიწყო ჩვენების მიცემა, […]

მიხეილ სარჯველაძე – შევეცდებით, გავზარდოთ დიალიზის პროგრამის რეგიონული მოცვა – ამავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის მიწოდების შესაძლებლობა

მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას, აღნიშნა, დიალიზის პროგრამასთან […]

მიხეილ სარჯველაძე – ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, ქვეყანაში შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარალელურად, ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას, – აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფოს მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ […]