საქალაქო სასამართლომ აქტივისტებს ჯამში 9 500 ლარის ჯარიმა დააკისრა

დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართული აქციების მონაწილეებს ჯამში 9 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ილია სეთური, ლუკა ბერაია, ნინო ჭილაშვილი, დავით ცინცაბაძე, ქეთევან დაუდიშვილი. მათ შსს ედავებოდა შეკრება-მანიფესტაციის კანონის დარღვევას, რაც გზის გადაკეტვაში გამოიხატა. მოსამართლეებმა ერთად განიხილეს 10 ნოემბრისა და 17 ნოემბრის აქციებზე შსს-ს მიერ სასამართლოში შეტანილი […]

კორნელი კაკაჩია: ყაველაშვილის კანდიდატურა ლოგიკაში ვერ ჯდება

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, პროფესორი კორნელი კაკაჩიას შეფასებით, თუ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას არ ისახავს მიზნად, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა „ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება“. „პრობლემაა, რომ პრეზიდენტის კანდიდატის მიმართ მოთხოვნა და დონე „ქართული ოცნების“ პირობებში უფრო და უფრო ეცემა და ახლა, მე მგონი, ფსკერს უწია. აქამდე კანდიდატს არჩევდნენ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულს, თუმცა მეტ-ნაკლებად გამოცდილს […]

მილანში, გამვლელების გვერდით, სიგარეტის მოწევა აკრძალეს

2025 წლიდან იტალიაში, მილანში, მწეველებს, სიგარეტის მოსაწევად, სხვა ადამიანებისგან 10 მეტრის დაშორება მოუწევთ. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 40-240 ევროს ოდენობით. ქალაქში მოწევა აღარ არის შესაძლებელი ბევრ საზოგადოებრივ ადგილებში: პარკებში, სპორტულ მოედნებზე, სტადიონებზე, სათამაშო მოედნებზე, ძაღლების გასასეირნებელ ადგილებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და სასაფლაოებზე. ახალი წლიდან მოწევა ყველა ქუჩაზე აიკრძალება, თუ იქ სხვა ხალხი […]

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს თქმით, ის მოსკოვში ჩავა 9 მაისს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მიიღო მიწვევა, მოსკოვში ჩავიდეს 2025 წლის მაისში, როდესაც რუსეთი აღნიშნავს მეორე მსოფლიო ომში გერმანიაზე გამარჯვების 80 წლისთავს. ფიცო სოცქსელებში წერს, რომ მიწვევა „სიხარულით მიიღო. 9 მაისს მოსკოვში ტრადიციულად იმართება სამხედრო აღლუმი, რომელსაც მიწვეული უცხოელი ლიდერები ესწრებიან – ბოლო დროს ისინი ძირითადად იყვნენ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების […]

ყაზახურ-ქართული ურთიერთობები

ყაზახეთის რესპუბლიკა ყაზახეთი მსოფლიოში მეცხრე ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომლის ფართობიც (2,724,900 კმ²) დასავლეთ ევროპის ფართობს უტოლდება. ეს არის მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნია წვდომა ოკეანეებზე და ესაზღვრება კასპიის ზღვა. ქვეყნის 94.5% აზიაში მდებარეობს, ხოლო 5.5% (დაახლოებით 148,000 კმ²) – ევროპაში, რაც საბერძნეთის (131,957 კმ²) ფართობის თანაბარია. მთლიანი შიდა პროდუქტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, […]

ამერიკელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელსაც საქართველოში სამოგზაუროდ მყოფი უცხოელი ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლუიზა თოდუამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის აღძრული. სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. პროცესზე დაზარალებული ქალის ადვოკატს დასწრების უფლება არ მისცეს. ორგანიზაცია “საფარში”, რომელიც ამერიკელი ქალის უფლებებს […]

რა გველის თუ მოქალაქეებმა ვერ შევძელით კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნის დაბრუნება კონსტიტუციის ფარგლებში? – ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და მომავალში მიიღებენ, არაკონსტიტუციური იქნება და ამბობს: იმ მომენტიდან, როდესაც პარლამენტის 88 წევრმა კენჭი უყარა 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას, ყველა გადაწყვეტილება პარლამენტის, რაც უკვე მიიღეს და რასაც აწი მიიღებენ, არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური და მიღებისთანავე იურიდიული ძალის არმქონე. ასე არის სამართლის თვალსაზრისით. შესაბამისად, არც […]

რა ეღირება ლარი ხვალ?

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7422 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7421 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8856 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8841 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | “სან ანტონიომ” ზედიზედ მეოთხედ მოიგო

“სან ანტონიო სფურსმა”, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მოგებებს უხშირა. ტეხასურმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი დღეს მოიგო. ეს გახლდათ “სფურსის” ზედიზედ მე-4 გამარჯვება. სოლტ ლეიკ სიტიში “სან ანტონიო” “იუტა ჯაზს” შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, […]

ლევან მგალობლიშვილი – საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. საქართველოს მალე ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც ყოველთვის თავისი ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს , – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის გაერთიანების საქმეში წარმატებებს უსურვებს. „მიხეილ ყაველაშვილი არის პატრიოტი ადამიანი, […]