საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი THE-ს რეიტინგის საერთაშორისო სისტემაში, სწავლებისა და ინტერდისციპლინური კვლევების კატეგორიებში, ქყვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია Times Higher Education-ის (THE) 2025 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემის (THE – World University Rankings 2025) მიხედვით, ქართულ უნივერსიტეტებს შორის, სწავლების კატეგორიაში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ინტერდისციპლინური კვლევების რეიტინგშიც, რომელიც Times Higher […]
სმარტფონების გლობალური მიწოდება 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა 1,24 მილიარდ ერთეულამდე გაიზარდოს – IDC

სმარტფონების გლობალური მიწოდება 2024 წლის ბოლოსთვის შესაძლოა გაიზარდოს 6,2%-ით 1,24 მილიარდ ერთეულამდე – ამ ვარაუდს International Data Corporation (IDC) გამოთქვამს. კომპანიის წინა პროგნოზი იყო 5.8%-იანი ზრდა 1.23 მილიარდ ერთეულამდე. შეფასების გაუმჯობესება მოჰყვა მესამე კვარტალში გლობალური ბაზრის 3.2%-იან ზრდას. სმარტფონების გლობალური ბაზრის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2023-2028 წლებში, როგორც მოსალოდნელია 2,6% იქნება. „გენერაციული AI რჩება აქტუალურ […]
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს დაამტკიცა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 370-მა დეპუტატმა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა. წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურზულა ფონ დერ ლაიენი. […]
შიდა ბაზარზე ნაკლებად დაზიანებული ავტომობილებით ინტერესდებიან – როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა?

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. ბოლო წლებში, მოქალაქეები ნაკლებად დაზიანებულ მანქანებს ანიჭებენ უპირატესობას. ,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციაში’’ აცხადებენ, რომ მომხმარებელი ავტომობილის ისტორიას უფრო ყურადღებით ეცნობა და არჩევანს ამის მიხედვით აკეთებს. ,,შიდა ბაზრისთვის მთავარია, რომ ავტომობილი იყოს ახალი, მცირე ასაკის. ჰქონდეს კარგი ისტორია. წინა წლებში, ნაკლებად უყურებდნენ ისტორიას, თუმცა წელს მომხმარებელი ძალიან ინტერესდება ავტომობილის ისტორიით. […]
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერია

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 28 და 29 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, […]
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან დაკავშირება „112“-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხელი ხაზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ცხელ ხაზს შეუერთდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებს სააგენტოსთან დაკავშირება გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის მეშვეობით შეეძლებათ. „ეს ნიშნავს იმას, რომ სააგენტოს ექნება „112“-ის მუდმივი, 24-საათიანი მხარდაჭერა და გამოირიცხება ცხელი ხაზის უწყვეტად მუშაობისას ტექნიკური ხარვეზების ალბათობა. იყო გარკვეული […]
„ჩვენ აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებული კურორტი“ – ვინ ჯავშნის სასტუმროებს გუდაურში?

ზამთრის კურორტებზე თოვლი მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა წელს ზამთრის ტურისტული სეზონი სხვა წლებისგან განსხვავებით ადრე დაიწყოს. ამ დროისთვის გუდაურში არსებულ სასტუმროებში იანვარ-თებერვლის პერიოდზე ადგილების 50-60% დაჯავშნილია. როგორც Best Western Gudauri-ს მფლობელი გიორგი კვიწინაშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ჯავშნების დიდი ნაწილი ისრაელის, გალფის ქვეყნებისა და პოლონეთის ტურისტებზე მოდის. „ჩვენ აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე ჩამოკიდებული […]
“სოდი ინვესთმენთი” განმარტავს, რომ “სინემა სითის” განვითარებასთან დაკავშირებით, კომპანია Stipfold-ის პროექტს არ გაუმარჯვია

კომპანია “სოდი ინვესტმენტი” საჯაროდ ეხმაურება მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არქიტექტურული კომპანია “Stipfold”-ის მიერ შესრულებულ ცათამბჯენის პროექტს ეხება. კომპანია განმარტავს, რომ პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც ისინი მერიის სამსახურებს შესაბამისი წინასწარი ესკიზების შეთანხმებასთან დაკავშირებით ემუშავებიან არ არის არქიტექტურული კომპანია Stipfold-ის მიერ შესრულებული, შესაბამისად აღნიშნული პროექტის დეველოპერულ განვითარებას არ გეგმავენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე საუკეთესო არქიტექტურული კონცეფციის გამოვლენის […]
“ეჰ, რა ტყუილად დავიცავი სამი დისერტაცია!” – ზაალ კოკაია

შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია: ეჰ, რა ტყუილად დავიცავი სამი დისერტაცია! თურმე წადი რა, ფეხბურთს მიხედე.
“ოპოზიციონერო ლიდერებო, დროა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობაც და რისკიც” – ნიკო მანაგაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე: რას დავემსგავსეთ, ასე ყველაფრის შემფასებლებად როგორ ვიქეცით. ამ კაცმა (ივანიშვილმა) იმდენად ფსკერს დაბლა ჩააგდო თამასა, რო სერიოზულ რაღაცებზეც კი ვეღარ ვბრაზდებით. გავბრაზდეთ კი არა, უნდა გადავაყლაპოთ ეს თავისი თოჯინები და სულ წიხლებით გავტენოთ ამ ქვეყნიდან. არანაირი პრეზიდენტი. არანაირი პარლამენტი. არანაირი მთავრობა. არალეგიტიმური რეჟიმი უნდა დაემხოს! 14 დეკემბერს, როცა ამ სიგიჟის გაფორმებას […]