პუტინი ოცნებაზე: გაოცებული ვიყავი სიმამაცით, რომელიც საკუთარი პოზიციის დაცვისას გამოავლინეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებით კმაყოფილია და ამბობს, რომ “გაოცებული იყო” იმ “სიმამაცით”, რომლითაც საქართველოს მთავრობა რუსული კანონის დაცვას ცდილობდა. “როდესაც საქართველოს მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს გაკვირვებული ვუყურებდი და ვადევნებდი თვალს. ჩვენ მათთან, საქართველოს ხელმძღვანელობასთან, არავითარი ურთიერთობები არ გვაქვს. მაგრამ მე უბრალოდ გავოცდი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც მათ […]
რომან გოცირიძე – „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არის ქვეყნის ღალატი – ევროკავშირის დახმარების გარეშე ქვეყანას ელის კატასტროფული მდგომარეობა

ეს არის ქვეყნის ღალატი , – ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება კონსტიტუციის დარღვევაა და ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად „დაისჯება“. „ეს არის ივანიშვილის მიერ საარჩევნო […]
ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ

ჩვენი გუნდის მიერ არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ჯარის გასაძლიერებლად და სამომავლოდ, კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ვგეგმავთ , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს. როგორც ჩიქოვანი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ძლიერ თავდაცვის ძალებს შექმნის. “დღეს, XI მოწვევის პარლამენტმა საქართველოს […]
პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დიპლომატიური კორპუსისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება. საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი […]
პრემიერი – მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ 1,5 -2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი

ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი-2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე […]
პრემიერი – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან

იმისათვის, რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]
ირაკლი კობახიძე – ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა

ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გასული სამი წლის მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სიცრუით და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც თავად ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც კი არ გაიზიარა. ამასთან, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა […]
ოლექსი გონჩარენკო – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს, მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა. თამაში დამთავრდა – საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს. წინადადებით გამოვალ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა […]
ირაკლი კობახიძე – ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ – ეს არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები

ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. თუმცა, კობახიძის განცხადებით, ქართველი ხალხის არჩევანზე ამ ნაბიჯმა ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინა. „ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. […]
კიდევ 20 ადამიანი დააჯარიმეს, ჯამში, 10 000 ლარით აქციაზე გზის გადაკეტვის გამო

დღეს, 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საქმეებზე 10 სხდომა გაიმართა, შედეგად, 20 ადამიანს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ჯამში, 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ შსს-ს ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა. 21 დაჯარიმებულიდან 20-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 და 17 ნოემბერს გამართულ აქციებზე გზის ხელოვნურად […]