,,როცა პოლიცია ვერ შეძლებს აქციაზე ხალხის დაკავებას, მხოლოდ მაშინ შეიცვლება რამე“ – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია: ,,როცა პოლიცია ვერ შეძლებს აქციაზე ხალხის დაკავებას, მხოლოდ მაშინ შეიცვლება რამე. აქცია უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო ადგილი დემონსტრანტისთვის. სანამ ლიდერები და აქციის მონაწილეები მშვიდად უყურებენ, თუ როგორ აკავებს პოლიციელი ახალგაზრდა აქტივისტებს და არაფერს მოიმოქმედებენ ამის წინააღმდეგ, ნუ ელით გამარჯვებას. თუ მოგება გვინდა, თუნდაც დაკავების რისკის სანაცვლოდ, ჯერ ერთმანეთის განსაცდელიდან გამოხსნა და […]
გიორგი გახარია – ეს ხალხი უნდა დასანქცირდეს და ისეთი წნეხი განხორციელდეს მათზე, რომ იძულებულები გახდნენ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი, ეს იქნება გამოსავალი

გავიგე, რომ თოჯინები არიან, გავიგე, რომ ნება არ აქვთ, რასაც დაუწერენ, ის უნდა წაიკითხონ, ისიც მესმის, ასეთი ღალატის კოლექტიურ აქტს რომ ჩაიდენ, უნდა წახვიდე და დათვრე, მაგრამ ხომ უნდა მოძებნო შენს თავში გამბედაობა, ვაჟკაცობა, თვალი გაუსწორო იმას, რაც ხდება და გამოხვიდე, ამ ხალხს ბოდიში მოუხადო, უთხრა, რომ შეგეშალა. ხომ არ შეიძლება გადააყოლო ქვეყნის ბედი და […]
პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ დაპირისპირებაა – პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე მომიტინგე დააკავა

ჭიჭინაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა. პოლიციამ სავარაუდოდ, აქციაზე მყოფი რამდენიმე მოქალაქეც დააკავა. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. ჭიჭინაძის ქუჩის გარდა მოქალაქეები იმყოფებიან ასევე, ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის შენობის წინა მხარეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ. ამასთან, ჭიჭინაძის ქუჩის გარდა სამართალდამცველები, კერძოდ კი სპეცრაზმი იმყოფება თავისუფლების მოედანზე. ცნობისთვის, […]
სოზარ სუბარი – ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო

ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო, მუდმივად ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ამყოფონ ქართული საზოგადოება. ამიტომ არიან სასოწარკვეთაში და ამიტომ მიდიან მაქსიმალურ პროვოკაციებზე , – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. სუბარის თქმით, ახლა რაც ხდება, „აგონიაში მყოფი […]
გიორგი გახარია – ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა – იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ

ჩვენ მართლა ბევრად უკეთეს ფორმაში ვართ ვიდრე მოლდოვა, ჩვენსა და ევროპულ კავშირს შორის დღეს არის ჩვენი მოღალატე მთავრობა – იმის მაგივრად, რომ ორი აგური ეჭიროთ ხელში, დადიან და ქეიფობენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში, უნდა იყოს დღეს აქციაზე. […]
პოლიციამ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა

თბილისში, პარლამენტთან აქციაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. პოლიციამ, სავარაუდოდ, გამოიყენა წიწაკის სპრეი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი ტვ პირველთან ამბობს: „პოლიციელს ვეფარებოდი რომ ხელი არ დაერტყათ ამ პოლიციელისთვის და ამ დროს პოლიციელებმა შემასხეს“. კადრებში ჩანს სულ მცირე, სამი დემონსტრანტი, რომელთაც სპეციალური საშუალებები შეასხეს სახეში. სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა […]
საგარეო უწყების 40-ზე მეტი თანამშრომელი ემიჯნება მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 40-ზე მეტი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რისთვისაც ქართული დიპლომატია სრულ ძალისხმევას მიმართავდა, ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. უწყების თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ევროკავშირისთვის გაგზავნილი საჯარო მიმართვის შემდეგ – პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების […]
გოჩოლეიშვილი “კოპენჰაგენის” შესანიშნავი ფეხბურთელია – ტრავმირებულ ქართველს დანიური მედია აქებს

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში „კოპენჰაგენმა“ მინსკის „დინამოს“ 2:1 სძლია. დანიური გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ტრავმა მიიღო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მან კოჭლობით დატოვა მოედანი. Tipsbladet-ი წერს, რომ გოჩოლეიშვილი გუნდის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა, კარგ გადაცემებს აკეთებს, დღესაც მეტოქისთვის ერთ-ერთი სახიფათო იყო, მაგრამ რამდენიმეჯერ ეუხეშენ და მეორე ტაიმის დასაწყისში შესაცვლელი გახდა. გიორგის თამაში Flashscore-მ […]
„თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ წინ აღუდგეთ სახელმწიფოებრიობის გაუქმებას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული პატრიარქს, ილია II-ს მიმართავს და მოუწოდებს, წინ აღუდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. „თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ: გთხოვთ წინ აღუდგეთ ქართველი ერის დაპატიმრების, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმების, კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას. გამოუცხადეთ მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, ლეგიტიმურ პრეზიდენტს. გამოუცხადეთ მხარდაჭერა ქართველ ხალხს. წინ აღუდექით სამშობლოს საუკუნის ღალატს“, – წერს იგი.
პარლამენტთან პოლიციელებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს

პარლამენტთან პოლიციელებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპრეი გამოიყენეს. ამასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებულია ერთი პირი. ერთ-ერთი ნიღბიანის მტკიცებით, მან პოლიციელს დაარტყა.