“ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მაინც” – კონტემ დე ლაურენტისს სასურველი მოთამაშეები დაუსახელა

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის შეძენა მოსთხოვა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა ავრცელებს. წყაროს ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა დე ლაურენტისს იაკუბ კივიორის (არსენალი) ან რადუ დრაგუშინის (ტოტენჰემი) ვარიანტები შესთავაზა და იანვარში ერთ-ერთი მათგანის გაფორმება სთხოვა. “რაფა მარინი და ხუან ჟესუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში სათანადო […]

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 28-29 ნოემბრის აქციის 43 მონაწილე

თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე. შსს-ს მიერ დღეს, 29 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს პირები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც. 353-ე პრიმა მუხლი ეხება პოლიციელზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ხოლო 187-ე […]

29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. ქ. თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 […]

,,საქართველოში რითეილ სექტორში ყველაზე მეტად ირღვევა შრომის უფლებები და ახასიათებს კადრების დენადობა’’- რაისა ლიპარტელიანი

რითეილ სექტორს საკადრო პრობლემები აქვს. სექტორში ხშირია კადრების გადინება. დასაქმება მარტივია, თუმცა სამუშაო პირობები და დაბალი ანაზღაურება კადრებს დიდხანს დარჩენის სურვილს უკლავს. რა განაპირობებს რითეილ სექტორში კადრების მაღალ დენადობას? საკითხზე ,,კომერსანტი’’ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს რაისა ლიპარტელიანს ესაუბრა. ის ჩვენთან რამდენიმე მიზეზს ასახელებს. ,,კადრების დენადობა გამოწვეულია სწორედ შრომის დაბალი სტანდარტებით. აქ როგორც წესი მთავარი აქცენტი კეთდება […]

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 91 პირი აწერს

საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომელთა განცხადებას, რომლებიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, ამ დროისთვის ხელს 91 პირი აწერს. უწყების აღნიშნული თანამშრომლების შეფასებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. „ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას […]

ნიკა მელია – ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას

ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე და მხოლოდ ერთი სამსახური – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და ჩვენს შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა საქართველოს გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დღეს კვლავ შეხვდებიან. „როგორი ცარიელია დილის თბილისი […]

შსს-მ ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლისას 43 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტირუსული აქციის ძალადობრივად დაშლის დროს 43 ადამიანი დააკავა. შსს დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება. ამასთან, შსს-მ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით, რაც პოლიციელზე ძალადობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. […]

შსს-ს ცნობით, პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან წუხელ ღამით განვითარებული მოვლენებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი. ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 პირი. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – „ჰეზბოლას“ 12 500 სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები შეაჯამა და განაცხადა, რომ 14-თვიანი დაპირისპირების განმავლობაში 12 500 სამიზნეს დაარტყა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის ძალების მტკიცებით, „ჰეზბოლას“ 12 500-ზე მეტ ობიექტს დაარტყა, მათ შორის 1 600 სამეთაურო ცენტრსა და 1 000 იარაღის საცავს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, სახმელეთო შეტევაში მონაწილეობა მიიღო ბრიგადის დონის […]

პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად. „აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. უწყების განმარტებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, […]