პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი“ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 […]

92-მდე გაიზარდა საგარეო უწყების იმ თანამშრომელთა რიცხვი, რომელიც “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები ემიჯნებიან საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები. განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს უწყების 92 თანამშრომელი აწერს, ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების” დღევანდელი განცხადება „არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს”. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივ განცხადება: “ჩვენი, როგორც დიპლომატების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. […]

,,ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია”- ვანო ჩხიკვაძე

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე დღეს, 28 ნოემბერს, ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გაწევრება სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს და რომ მოგვიწევს ეკონომიკური თავისუფლების დათმობა. ჩხიკვაძეს აზრით,”ნათელია, რომ ევროინტეგრაცია ხელისუფლებისთვის ტვირთია, რადგან რეფორმების გატარებას მოითხოვს და ამ რეფორმებმა შეიძლება თქვენს ძალაუფლებაში ყოფნას საფრთხე შეუქმნას. ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის […]

EU-ის ელჩი: ახალ რეალობაში გავიღვიძეთ – კობახიძის განცხადება სამწუხარო, გულსატკენია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხს მომდევნო 4 წელი არ დააყენებენ, “ძალიან სამწუხაროს და გულსატკენს” უწოდებს. ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება “ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას და ასევე, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას”. “ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი […]

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ასუფთავებს. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია – გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. ბოლო დარბევა, დაახლოებით, დილის 07:00 საათისკენ იყო. შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, […]

,,აქცია იყო მშვიდობიანი, მისი დაშლით დაირღვა შეკრების თავისუფლება” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. „ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი […]

გალერია თბილისი საკუთარ დაბადების დღეს წელს გრანდიოზულად, ორი დღის ფარგლებში აღნიშნავს

მომხმარებელს ორი დღის მანძილზე 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს გალერია თბილისის მაღაზიებში დიდი ფასდაკლებები დახვდებათ SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას კი მომხმარებლები მიიღებენ გადახდილი თანხის 30%-ს ლიმიტის გარეშე. აღნიშნულ ორ დღეს ქეშბექის პარალელურად იმოქმედებს შავი პარასკევის ფასდაკლებებიც არ არის დაწესებული ქეშბექის ლიმიტის ზედა ზღვარი შეთავაზებაში ჩართულია გალერია თბილისში არსებული ძირითადი ყველა ბრენდი

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები – საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ

საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები“, – წერს პრეზიდენტი.

ევროკავშირის ელჩი – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო – ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა. „ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული […]

93-მდე გაიზარდა საგარეოს თანამშრომელთა რიცხვი, რომლებიც ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან

განცხადების თანახმად, სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. “ჩვენი, როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და […]