ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათთვის, ვინც აქციას “ახშობს” საქართველოში

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათ წინააღმდეგ, ვინც “ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში. “დემოკრატიისა ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – წერს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმავეს იმეორებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.
“დროშას ვმალავთ, რომ არ გვცემონ – ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს?!” – ქეთი აბულაძე

ქეთი აბულაძე, სოციალურ ქსელში, წერს: სახლში წამოსვლისას, ქუჩაში თუ ჩიხებში, საქართველოს დროშას ვმალავთ, საფრთხისგან ასე ვიცავთ თავს. ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაგვემართოს?! საკუთარი სამშობლოს დროშას ვმალავთ, რომ არ გვცემონ, არ გვირტყან, არ გვაგინონ, არ გაგვიტაცონ…
,, მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია” – ილია თოფურია

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გავრცელებულ განცხადებაში წერს: ,,ჩემი მკაფიო მხარდაჭერა ყველა იმ პროტესტანტის მიმართ, ვინც ჩვენს უფლებებსა და ამბიციებს იცავს ვეწინააღმდეგები გადაწყვეტილებას, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე მრცხვენია იმის ნახვა, თუ როგორ ექცევიან საქართველოს შვილებს. ამას თავისუფლება არ ჰქვია. ჩვენ გვინდა უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპულ ინტეგრაციაში, რადგან […]
ლექსო ლაშქარავა 41 წლის გახდებოდა

დღეს, ლექსო ლაშქარავა 41 წლის გახდებოდა. “ტვ პირველის” ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა ჩვენ რეპორტიორებზე “სირცხვილიას ” ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში […]
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კვლავ იმუქრება, რომ ” კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”. “რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს. რამდენიმე საათია აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე […]
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფინანსურ-ეკონომიკური რეზონანსი

“კომერსანტი” დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ბიზნესზე. როგორც ეკონომიკის დოქტორი, ფინანსური ანალიტიკოსი, ნიკა შენგელია გვიხსნის, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოიცავს ყველა ფინანსური გრანტებისა და სხვა ტრანზაქციების შეჩერებას, ასევე დახმარების პროგრამების შეწყვეტას, რომლის დანაკლისი ქვეყანას დიდი გამოწვევის წინაშე დააყენებს. “ეს თანხა, რაც თუნდაც სამთავრობო გრანტების სახით შემოდიდა ევროპიდან და ამერიკიდან, ძირთადად, […]
შსს-ს – ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების „ძალადობრივი ქმედებების“ შედეგად, 1-2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ამასთან, უწყების ინფორმმაციით, ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში. შსს განცხადებაში კიდევ […]
ბლინკენი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას ულოცავს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოსტას, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს, უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს და კომისართა ახალ კოლეგიას მუშაობის დაწყებას და დასძინა, რომ “ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა მჭიდრო პარტნიორები არიან, იზიარებენ, რა დემოკრატიულ ღირებულებებს და აქვთ ხალხთა შორის აქტიური კავშირები”. ბლინკენმა გამოთქვა იმედი, […]
სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს და ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ცდილობს, თუმცა მომიტინგეები კვლავ პროტესტის ადგილს უბრუნდებიან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება, თუმცა დაახლოებით, ბოლო 2 საათის განმავლობაში, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ. საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანას ცდილობენ ე.წ. გაზის კაფსულების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, დემონსტრანტების მხრიდან სპეცრაზმის წინააღმდეგ სისტემატურად ხდება პიროტექნიკის გამოყენებაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ სამართალდამცავები რუსთაველის გამზირიდან დევნიან, […]
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი” – სამართალდამცავები კვლავ საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით იყენებენ წყლის ჭავლს, სადაც გარეულია ცრემლსადენი გაზი

სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში. „1-ელ დეკემბერს, დაახლოებით, 21:00 საათიდან სამართალდამცავები პერიოდულად, შესაბამისი გაფრთხილების გარეშე, იყენებენ წყლის ჭავლს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. თავდაპირველად, სპეციალურ […]